• Ƀ/$

ჩინეთმა ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა

2 დეკემბერი 11:13 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზოგიერთი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

მათ შორის აროს ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში უწევს მონიტორინგს.


ჩინეთმა ამერიკული ორგანიზაციების წინააღმდეგ სანქციები მას შემდეგ დააწესა, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა "კანონს ჰონგ-კონგში ადამიანის უფლებების შესახებ".


დოკუმენტის თანახმად, აშშ-ს ადმინისტრაციამ რეგულარულად უნდა წარუდგინოს დეპუტატებს ანგარიში ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. ის ასევე ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ პირების მიმართ, რომლებიც ვაშინგტონის აზრით, იქ ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელი.


სხვა სიახლეები