• Ƀ/$

სპორტის რომელ ექსტრემალურ სახეობებს სთავაზობს საქართველო უცხოელ ტურისტებს

25 სექტემბერი 13:24 | ეკონომიკა

საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ლოკაციაა.

შემეცნების, დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა წლის ნებისმიერ დროს, არქიტექტურა, ისტორია, კულინარია და კულტურა - ამ კრიტერიუმების წყალობით საქართველო ნებისმიერი მოგზაურის საოცნებო ქვეყნების სიაში თავისუფლად შედის.  


ექსტრემალური დასვენების შესაძლებლობაც სწორედ ამ ჩამონათვალშია. მთა, მყინვარები, ზღვა, მთის მდინარეები, ველური ბუნება და საქართველოს რელიეფი ექსტრემალური ტურიზმის წარმატებით და სწრაფად განვითარების შესაძლებლობებს ქმნის.


ალპინიზმი


ამ სიაში, პირველი, რა თქმა უნდა, ალპინიზმი ლიდერობს. სხვადასხვა სირთულის მწვერვალები, გამოცდილი სამთო და ალპინისტი გიდები და მთამსვლელობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია საქართველოს თამამად ანიჭებს ალპინიზმით გატაცებული ადამიანებისთვის მიმზიდველი ქვეყნის სტატუსს. ისტორიულ-ლიტერატურული და ეთნოგრაფიული მასალებითაც დასტურდება, რომ კავკასიელი ხალხები, მათ შორის ქართველები, ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე იცნობდნენ ალპინისტური ტექნიკის საფუძვლებს, ფართოდ იყენებდნენ მთაში სიარულისთვის საჭირო ძირითად აღჭურვილობას: წრიაპს, რკინის პალოებს, წერაყინს, ქანჩს, თოკსა და ჯაჭვს, საცოც ტყავებსა და თხილამურებს. რკინის სატეხების გამოყენება დამოწმებულია წარმართული დროის თქმულების, მიჯაჭვული ამირანის სვანურ ვარიანტში.



ჯომარდობა


ჯომარდობა ანუ რაფტინგი (RAFTING)-არის აქტიური დასვენების სახე, რისთვისაც გამოიყენება გასაბერი ნავი. როგორც წესი დაშვება ხდება სხვადასხვა სირთულის მთის მდინარეებზე. დასვენების ეს ექსტრემალური სახეობა პოპულარული ხდება 1970-იანი წლებიდან. საქართველოში ჯომარდობით საბჭოთა კავშირის დროსაც იყვნენ გატაცებული: მტკვარი, რიონი და არაგვი საშუალებას იძლევა რამდენიმე ადგილას სხვადასხვა კატეგორიის სირთულის დაშვება განხორციელდეს.



პარაპლანი


იკარუსის ლეგენდას დიდი ხანია, რაც ფრთა შეესხა. ადამიანის ყველაზე დიდი ოცნება, ფრენის შესაძლებლობა პარაპლანის გამოგონებამ აახდინა. საქართველოში პარაპლანით ფრენა არამხოლოდ თბილისის ზღვის ტერიტორიაზეა უკვე შესაძლებელი, არამედ ნებისმიერ სამთო-სათხილამურო კურორტზე ზაფხულის სეზონზე. გუდაურსა და მესტიაში სხვადასხვა ტიპის სასტუმროები ტურისტებს აქტიურად სთავზობენ პარაპლანით ფრენებს.



დაივინგი


საქართველოში დაივინგის საზოგადოება წლებია, აქტიურად ფუნქციონირებს. ცოტამ თუ იცის, თუ რას მალავს შავი ზღვის ფსკერი: ბუნებრივი მღვიმეები, ჩაძირული გემები და თვითმფრინავები, 36 კვ.მ.-ზე გადაჭიმული ფილოფლორას მინდორი დაივინგის მოყვარულ ყველა ადამიანს ხიბლავს, ვინც კი ერთხელ მაინც მოხვედრილა შავი ზღვის ფსკერზე.



და სანამ ფიქრობ, ხომ არ გამოგეცადა ექსტრემალური სპორტის რომელიმე სახეობა, ამ აზრის მხარდასაჭერად იმასაც მოგიყვებით, რომ სადაზღვევო კომპანია „არდის“ აქვს ბაზარზე უნიკალური შეთავაზება „Welcomer X-treme“ ადგილობრივი და უცხოელი  ტურისტებისთვის. პოლისი იმ ადამიანებზეა გათვლილი, რომლებიც სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულნი არიან და ექსტრემალური სახის დასვენებას ამჯობინებენ; მათ, ვისაც უყვართ მძაფრი შეგრძნებები და იზიდავთ საქართველოს ველური ბუნება, Welcomer X-treme-ის პოლისი საშუალებას მისცემს დატკბნენ უნიკალური ქართული ბუნებით და თავი უფრო დაცულად იგრძნონ.


სხვა სიახლეები