• Ƀ/$

რა დოკუმენტები დაგჭირდებათ სახელმწიფო დახმარების მისაღებად

7 აგვისტო 15:21 | INTERNET დაიჯესტი

საქართველოს მთავრობა პანდემიის დროს, ეკონომიკურად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას განაგრძობს. 

ცნობილია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეიქმნება სპეციალური ვებ-პორტალი, სადაც სახელმწიფო დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება.


წინასწარი ინფორმაციით, პორტალზე 18 წლამდე პირებს დახმარების მისაღებად დაბადების მოწმობის ატვირთვა დასჭირდებათ.


ხოლო არასრულწლოვნების დახმარების მისაღებად, მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენაც იქნება საჭირო.


აქვე გთავაზობთ ჩამონათვალს, რა სახის დახმარებას სთავაზობს მთავრობა მოქალაქეებს:


200 ლარიანი დახმარება


პრემიერის ინფორმაციით, ერთჯერად დახმარებას ბავშვები და მოზარდები სასწავლო წლის დაწყებამდე და სწავლის პროცესში მიიღებენ.


სტუდენტების დახმარება
 
გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა სოციალურად დაუცველ და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის საფასურს დაუფინანსებს.


300 ლარიანი დახმარება


პრემიერ-მინისტრის თქმით, 300 ლარიან ერთჯერად დახმარებს ის 80 000 თვითდასაქმებული მიიღებს, რომლებმაც დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით ყველა მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილეს.


კომუნალური გადასახადების დაფინანსება


გიორგი გახარიას განცხადებით, მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა ზამთარშიც გაგრძელდება.


ეს იქნება ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვლის თვეები.


სხვა სიახლეები