• Ƀ/$

ანაკლიის პორტის სასესხო ხელშკრულებების ხელმოწერის ვადა 2 კვირაში იწურება

3 დეკემბერი 14:48 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პორტზე: "ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ უსასრულოდ არ გაგრძელდეს იმ ინვესტორთან თანამშრომლობა, რომელსაც სირთულეები აქვს ვალდებულებების შესრულებაში".

ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პროექტის შესახებ ჟურნალისტების დაინტერესებას უპასუხა.


„ამ ეტაპისთვის ჯერჯერობით არ გვაქვს კონსორციუმისგან რაიმე დამატებითი ინფორმაცია ინვესტორების შესახებ. რაც შეეხება ვადებს, არ მინდა შევიდე ზედმეტ შეფასებებში, მაგრამ საკმაოდ რთული პროცესია და ცოტა დროა დარჩენილი იმისთვის, რომ ყველა ვალდებულება შესრულდეს. 31 დეკემბერი არის ის ვადა, როდესაც იწურება ხელშეკრულების მორიგი გახანგრძლივება და მას შემდეგ, რა თქმა უნდა, უკვე განვახორციელებთ იმ ქმედებებს, რომელიც დადგენილია ხელშეკრულებით.


პრაქტიკულად, ორი წლით გახანგრძლივდა ვადა, რომელიც გამოყოფილი იყო ამ პროექტის განხორციელებისთვის და იმის გათვალისწინებით, რომ უკლებლივ ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კიდევ ის პასუხისმგებლობაც, რომ უსასრულოდ არ გაგრძელდეს იმ ინვესტორთან თანამშრომლობა, რომელსაც სამწუხაროდ აქვს სირთულეები ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.


სხვა სიახლეები