• Ƀ/$

"თანამედროვე ცივილიზაციის განსახიერება"- ჩრდილოეთ კორეაში განახლებული სამჯიონი გაიხსნა

3 დეკემბერი 15:55 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ჩრდილოეთ კორეაში რეკონსტრუქციის შემდეგ ქალაქი სამჯიონი გაიხსნა, რომელსაც ადგილობრივმა მედიამ უკვე უწოდა "თანამედროვე ცივილიზაციის განსახიერება".

გახსნის ცერემონიაში სახელმწიფოს ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მიიღო მონაწილეობა და საზეიმო წითელი ლენტი გაჭრა. მან სამჯიონის განახლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არქიტექტურულ პროექტად გამოაცხადა.


ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქში, სადაც 4000 ოჯახი იცხოვრებს, აშენდა ახალი ბინები, სათხილამურო ტრასა, სარკინიგზო სადგური, საავადმყოფო, სტადიონი და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები. 


უნდა აღინიშნოს, რომ ჩრდილოეთ კორეაში მოსახლეობის უმეტესობას ცუდი საცხოვრებელი პირობები აქვს, რის ფონზეც განახლებულ სამჯიონს "თანამედროვე ცივილიზაციის განსახიერება" უწოდეს.




სხვა სიახლეები