• Ƀ/$

აუცილებელიც ყოფილა მწუხარებისა და დარდის მეშვეობით მოგვეპოვებინა უცნაურად საინტერესო ბედნიერება - შაქარაშვილის მეგობარი

8 აგვისტო 23:34 | INTERNET დაიჯესტი

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მეგობარი ბექა ფილფანი, რომელის სტიქაროსანი გახდა, სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს.

ის დიდი ტკივილის შესახებ საუბრობს, რომელიც მთელს ცხოვრებას ცვლის და ბევრ საკითხზე გაფიქრებს.


სწორედ ასეთი ტკივილი იყო მისთვის მეგობრის გარდაცვალება, რის შემდეგაც ცხოვრება სხვანაირად გაგრძელდა.


როგორც თავად წერს, აუცილებელიც ყოფილა მწუხარებითა და დარდით მოეპოვებინა უცნაურად საინტერესო ბედნიერება.


„და რადგან ვრწმუნდები, რომ ტკივილს განიცდის ადამიანი, სწორედ ეს წარმოადგენს ჩემს მთავარ საფიქრალს, ვეძებ ამ სენს და ვპოულობ ჩემთვის ყველა ხელმისაწვდომ ადგილას....


თან ჩემს თავზე ვბრაზდებოდი, აქამდე სად ვიყავი-მეთქი...


აუცილებელიც ყოფილა მწუხარებისა და დარდის მეშვეობით მოგვეპოვებინა უცნაურად საინტერესო ბედნიერება“,- წერს ბექა ფილფანი.


ცნობისთვის, 19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, თუმცა საბოლოო შედეგი გამოძიებას ჯერ არ დაუდია.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი 10 ივლისს გახდა ცნობილი, სადაც წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.


ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.


ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.


 



სხვა სიახლეები