• Ƀ/$

თეთრ კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევას ტურისტების სიცოცხლე ემსხვერპლა

9 დეკემბერი 18:06, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ახალ ზელანდიაში თეთრ კუნძულზე, უოკლენდიდან 270 კილომეტრში, ვულკანი ამოიფრქვა. ამის შესახებ  CNN იუწყება.

გამოცემის თანახმად, შემთხვევის დროს ადგილზე დაახლოებით 50 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 5 დაიღუპა, 23 კი გადარჩა, დანარჩენები ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან.


”თავდაპირველად ითვლებოდა, რომ ამოფრქვევის დროს კუნძულზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე  100 ადამიანი იმყოფებოდა. ახლა დარწმუნებით ვიცით, რომ ადგილზე 50-ზე ნაკლები ადამიანი იყო”, - ნათქვამია ახალი ზელანდიის პოლიციის მოხსენებაში.


პოლიცია საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მუშაობას განაგრძობს, თუმცა კუნძულზე გადაადგილება ამ დრომდე ვერ ხერხდება. 


თეთრ კუნძულზე მდებარე ვულკანი ვაკაარის ამოფრქვევა ადგილობრივი დროით 14:11 საათზე დაიწყო და რამდენიმე წუთი გაგრძელდა.


ახალი ზელანდიის გეოლოგიური ცენტრის, GeoNet- ის ცნობით, ყოველწლიურად კუნძულს 10 000-ზე მეტი ტურისტი სტუმრობს.


სხვა სიახლეები