• Ƀ/$

განათლების სექტორის დაფინანსება 1.9 მლრდ-მდე იზრდება

10 დეკემბერი 16:22, 2019 წელი | ეკონომიკა

2020 წელს განათლების სექტორში დაახლოებით, 1.9 მილიარდი ლარი  დაიხარჯება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის პარლამენტში წარდგენისას. 

მისი თქმით, აღნიშნული თანხიდან 285 მლნ ლარი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას მოხმარდება, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელებაში.


ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში 5 მლნ ლარით გაიზარდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობის ხარჯები, 5 მლნ ლარით სპორტული ინფრასტრუქტურის ხარჯი, 10.2 მლნ ლარით განათლების სფეროში სხვადასხვა დონორის საინვესტიციო გრანტებითა და კრედიტებით დაფინანსებული პროექტები, 5 მლნ ლარით კი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის დაფინანსება.


მსგავს თემაზე:

განათლების დაფინანსების მოცულობა მშპ–ის 6%–ს მიაღწევს


მსოფლიო ბანკი საქართველო განათლების სისტემის განვითარებისთვის €90 მლნ-ს გამოყოფს


სოციალური ხარჯები 300 მლნ-ით იზრდება



სხვა სიახლეები