• Ƀ/$

თურქეთი ლიბიაში სამხედრო ძალების გასაგზავნად მზადაა

11 დეკემბერი 15:38, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

თურქეთი ლიბიის მთავრობის თანხმობის შემთხვევაში ამ სახელმწიფოში სამხედრო დანაყოფებს გაგზავნის. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

„რუსეთში არის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, რომლის დაქირავებული მებრძოლები ლიბიაში იბრძვიან. თუ ტრიპოლის მთავრობა ანალოგიური თხოვნით ჩვენც მოგვართავს, მით უფრო სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დონეზე, თურქეთიც გაგზავნის სამხედრო დანაყოფს ამ სახელმწიფოში“, - აღნიშნა ერდოღანმა.


ნოემბრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად კრემლთან კავშირში მყოფი „ვაგნერის“ 200-მდე მებრძოლი მონაწილეობს ლიბიის სამოქალაქო ომში და ადგილობრივ მთავრობასთან დაპირისპირებულ გენერალ ხალიფა ჰაფთარს უწევენ სამხედრო მხარდაჭერას. „ვაგნერის“ რუსი სნაიპერები იყენებენ იგივე იარაღს, როგორც უკრაინის და სირიის კონფლიქტების მიმდინარეობისას.


 


სხვა სიახლეები