• Ƀ/$

ადვოკატი: ბაჩალიაშვილის ზურგჩანთაში აღმოჩენილი მედიკამენტები ვადაგასულია

7 სექტემბერი 00:22 | INTERNET დაიჯესტი

გაურკვეველ ვითრარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, 23 წლის პროგრამისტის ჩანთაში აღმოჩენილი მედიკამენტები ვადაგასულია.

როგორც რამიშვილმა „მთავარ აქცენტებში“ განაცხადა, გამოძიებას ამ ფაქტზე ყურადღება უნდა გაემახვილებინა და დაეწყო მოკვლევა, საიდან აღმოჩნდა ბაჩალიაშვილის სახლსა და ზურგჩანთაში ვადაგასული პრეპარატები.

მიხეილ რამიშვილის მტკიცებით, 2016 და 2017 წლის წამლების შეძენა აფთიაქებში შეუძლებელია, რადგან „ვადაგასული მედიკამენტები აფთიაქში არ იყიდება”.


სხვა სიახლეები