• Ƀ/$

დღის რჩევა: მოერიდეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვას, რისკს და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას

7 სექტემბერი 11:20 | INTERNET დაიჯესტი

7 სექტემბრის მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიურ პროგნოზს პორტალი „ფორტუნა“ ავრცელებს.

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართლებთ მძღოლებს, რადგან მაღალია ავარიების ალბათობა.


პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქარწინებისთვის, ხელსაქმისა და კულინარიული ექსპერიმენტებისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შესაძენად, უძრავი ქონების ყიდვისა და გასაყიდად, ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებისა და პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად, თუმცა არ ღირს ურთიერთობის გარჩევა სასიყვარულო პარტნიორთან, მოერიდეთ კამათს და ჩხუბს, კრიტიკას და დაყვედრებას, ფულის უყაირათოდ ხარჯვას, რისკს და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას.


ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი უცხიმო თევზით და ხორცით, ბოსტნეულით და ციტრუსით. გაუფრთხილდით ყელს და ენდოკრინულ სისტემას.


დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ლურჯი,ცისფერი, ყავისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მალაქიტი, ონიქსი, მარჯანი, ყვითელი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.


ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა თხის რქისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებსა და ლომს.


სხვა სიახლეები