• Ƀ/$

სემეკმა შპს „თელავგაზისა“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ინვესტიციები შეითანხმა

13 დეკემბერი 15:16, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიის შპს „თელავგაზისა“ და ასევე, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმები შეითანხმა.

განსახორციელებელი ინვესტიციები ემსახურება ბუნებრივი გაზის ქსელის მოწესრიგებას, ბუნებრივი გაზის მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.  


შპს „თელავგაზის“ მიერ 2019-2022 წლების საინვესტიციო მოცულობამ  6 427 863 ლარი შეადგინა. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტში ოპერირებს,  2020 წელს 3 851 703 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, 2021 წელს - 177 750 ლარის ინვესტიციას,  ხოლო 2022 წელს - 153 250 ლარის ინვესტიციას. შპს „თელავგაზის“ 2019 წლის საინვესტიციო გეგმა 2 245 160 ლარით განისაზღვრა.  


შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმა 21 830 871. 93 ლარს შეადგენს. მათ შორის, კომპანია 2020 წელს განახორციელებს 10 125 845 ლარის ინვესტიციას, 2021 წელს - 3 960 701 ლარის ინვესტიციას, ხოლო 2022 წელს - 4 642 142 ლარის ინვესტიციას. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ 2019 წელს განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 3 102 183 ლარით განისაზღვრა.


სხვა სიახლეები