• Ƀ/$

ლარის „საახალწლო ისტორია“

13 დეკემბერი 16:03, 2019 წელი | ფინანსები

ლარი მიმოქცევაში 1995 წლის ოქტომბერში გაეშვა და სამწლიანი სტაბილურობის შემდეგ, ბოლო 21 წელიწადში, 121%-ით გაუფასურდა. ამ ხნის განმავლობაში სეზონურობა, საშინაო და საგარეო ფაქტორები, კურსზე ხშირად ახდენდა მნიშვნელოვან გავლენას. 

სხვა ფაქტორებთან ერთად კურსის ფორმირებაზე გავლენას ახალი წლის მოახლოებაც ახდენდა. სხვა თანაბარ პირობებში დეკემბრის შუა რიცხვებისთვის საახალწლოდ განკუთვნილი პროდუქტის დიდი ნაწილი უკვე იმპორტირებულია, ადამიანები დოლარში გაკეთებული დანაზოგის დახარჯვას იწყებენ, რაც ლარს ამყარებს. გამონაკლისებზე ეს წესი არ მუშაობს.  


1995 წლის 13 დეკემბერს 1 აშშ დოლარის ღირებულება 1.24-ს შეადგენდა, 6 თეთრით ნაკლებს ვიდრე ოქტომბერში. 1996 წლის 13 დეკმებერს კურსი 1.28 იყო, კიდევ 1 წლის შემდეგ იმავე დღეს 1.32.


1998 წელს საქართველოში რუსეთის გავლით შემოსულმა აზიის ფინანსურმა კრიზისმა დარტყმა ლარსაც მიაყენა. 19 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე, სულ რაღაც 3 კვირაში კურსი 1.44-დან 2.15-მდე - 49%-ით გაუფასურდა. 13 დეკემბერს კურსი ისევ 2.14 იყო, მაგრამ უკვე 4 დღეში 1.70-მდე გამყარდა.


1999 წლის 13 დეკემბერს კურსი 1.99-ს შეადგენდა, 2000 წელს ისევე 1.99-ს, 2001 წელს ახალი გაუფასურების ფონზე 2.18-ს მიაღწია, ტენდენცია მსგავსი იყო 2002-2003 წლებშიც.



2004 წლიდან ლარი გამყარებას იწყებს და კურსიც 1.77-ზე ჩამოდის. 2007 წლის დეკემბერში კურსი უკვე 1.60-ზეა ჩამოსული. 2008 წელს ომამდე დოლარის ღირებულება 1.40-მდე შემცირდა, თუმცა რუსეთის ინტერვენციის შემდეგ კურსი 1.6-იან ნიშნულს გადასცდა და დეკემბერში 1.65-ს მიაღწია. 2009-2012 წლებში, 2010 წლის გარდა, კურსი 1.65-ის ფარგლებში ნარჩუნდებოდა, 2010 წელს 1.75-ს შეადგენდა.


წლის ბოლოს გაუფასურების პირველი მცირე ტალღა 2013 წელს აგორდა და 13 დეკემბერს 1.71 შეადგინა, მომდევნო წელს კი უკვე 1.83-ს შეადგენდა, თუმცა იქამდე 5 დღით ადრე კურსი 1.95-ზე ფიქსირდებდა.


2015-2018 წლებში დეკემბერის შუა რიცხვებში დოლარის ღირებულება 2.60-2.67-ის ფარგლებში მერყეობდა. ამასთან 2016 წლის დეკემბერში კურსი უფასურდებოდა, 2017-ში მყარდებოდა, 2018-ში კი სტაბილურობას ინარჩუნებდა.



წელს 2 კვირაში ლარი დოლართან მიმართებაში 10 თეთრით გამყარდა და 2.87 შეადგინა, თუმცა ეს მაინც პირველი შემთხვევაა როცა დეკემბერში კურსი 2.80-ს აჭარბებს.


მსგავს თემაზე:

ლარის ისტორია 1995 წლიდან დღემდე


რა აუფასურებს ლარს? ნამდვილი და ცრუ მიზეზები



სხვა სიახლეები