• Ƀ/$

ელექტრო ავტომობილები 2020: გერმანიის ბაზარზე არსებული მოდელები და ფასები

13 დეკემბერი 16:23, 2019 წელი | ტექნოლოგიები

მსოფლიოში ჩინეთისა და აშშ-ის შემდეგ, გერმანია გახდა ელექტო ავტომობილების უდიდესი ბაზარი. სახელმწიფო სუბსიდიები მის მყიდველზე 5000-6000 ევროთი გაიზარდა.

Volkswagen ID.3: „სახალხო ელექტრომანქანა“


„სახალხო ავტომობილის“ სახელით ცნობილმა კონცერნმა, მასობრივ ბაზარზე მისი მთავარი ელექტრომანქანის გაყიდვა დაიწყო. იგი მოწოდებულია VW Golf-ის მსგავსი წარმატებისკენ. ID.3-ის სიგრძე და სიგანე შეესაბამება სწორედ ამ მოდელს შეესაბამება, მაგრამ მასზე ოდნავ მაღალია. სტანდარტული კომპლექტაციის ფასი დაახლოებით 30 000 ევროა, მინუს სახელმწიფო სუბსიდია 6 000 ევროს ოდენობით. მისი ბატარეა ყველაზე ძლიერია, რომელიც 550 კმ. გავლას უზრუნველყოფს.


 


Renault Zoe: გერმანული ბაზრის ლიდერი


ეს არ არის პირველი წელი, როდესაც გერმანიაში ყველაზე პოპულარული ელექტრომობილი საფრანგეთიდან შედის. 2019 წლის შემოდგომიდან რენომ მისი ელექტრო ბესტსელერის სრულად განახლებული ვერსია გამოუშვა. მისი დატენვა ბევრად სწრაფად არის შესაძლებელი. სტანდარტულ კომპლექტაციას 300 კმ. მანძილს გავლა შეუძლია და მისი ფასი 22 000 ევროდან იწყება. ხოლო მოდელი Zoe Life Z.E ბევრად უფრო მძლავრი ბატარეით, 395 კმ-ის გადის და მისი ფასი 24 000 ევროა.


 


 


Tesla Model 3: ლიდერობის პრეტენდენტი


საკულტო ამერიკულმა ავტომშენებელმა გერმანიისთვის საშუალო კლასის მოდელის მიწოდება 2019 წლიდან დაიწყო და ის უმალვე გახდა ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილი. Standard Range ვერსია დაახლოებით 45-დან 54 000 ევრომდე მერყეობს, ხოლო ოთხივე წამყვანი საბურავით AWD Long Range მოდელი ორი ელექტრომოტორით და ძვირადღირებული კომპლექტაციით 65-დან 70 000 ევრომდე ღირს. 40 000 ევროზე მეტი ღირებულების შემთხვევაში სახელმწიფო სუბსიდია 5 000 ევროა.


 


BMW i3: გამოცდილი ვეტერანი


ბავარიულმა კონცერნმა ამ მოდელის წარმოება 2013 წლიდან დაიწყო და გერმანული ელექტრომობილების წარმოებაში იყო პირველი. მას შემდეგ 150 000 ერთეული ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. გერმანიაში i3 რამდენჯერმე იყო ლიდერთა სამეულში. BMW სამომავლოდ ამ მოდელის განვითარებას არ აპირებს, მაგრამ 7 წლის შემდეგაც არ ამოუღია გაყიდვებიდან, რადგან საშუალოდ 38-დან 42 000 ევრომდე ფასში იყიდება.


Opel Corsa-e: ელექტრო-ვარიანტი


უკვე ოთხი ათეული წელია, რაც Corsa გერმანიაში პოპულარული მომცრო ზომის საავტომობილო ბრენდია. 2019 წლის შემოდგომაზე ამ მოდელის მეექვსე თაობის წარმოება დაიწყო და მას რეკლამირებას თვით საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ მწვრთნელი - იურგენ კლოპი უწევს. Corsa-ს ბენზინის და დიზელის ვარიანტის ფასი 14-დან 18 000 ევრომდეა, ხოლო ელექტრო ვარიანტის ფასი 30 000 ევროა.


 


Seat Mii electric: „ხელმისაწვდომი პატარა“


Volkswagen-ის ესპანურმა შვილობილმა ბაზარზე მისი პირველი ელექტრომობილი გამოიყვანა. Seat Mii VW up!-ის ვარიანტია, უბრალოდ ამოიღეს ბენზინის ძრავი და მის მაგივრად ელექტრომოტორით არის აღჭურვილი. კომპანიაში თვლიან, რომ ქალაქის ტიპიური მანქანისთვის 83 ცხენისძალა და 260 კმ. მანძილის დაფარვა საკმარისია. ფასი 20 650 ევროა.


 


Nissan Leaf: „დაუფასებელი ჩემპიონი“


იაპონელები იყვნენ პირველები, რომლებმაც მასობრივი წარმოებისთვის განკუთვნილი ელექტრომობილი შეიმუშავეს და 2010 წლიდან მათ უკვე 400 000 ერთეულზე მეტი მანქანა აწარმოეს, რის გამოც Nissan Leaf „გაყიდვების ჩემპიონად“ იქცა. თუმცა გერმანიის, შეერთებული შტატების, იაპონიის, ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის გარდა ეს მოდელი პოპულარული ვერსად გახდა, მაგრამ ტოპ-10-ში ყოველთვის ხვდებოდა. საბაზისო ვარიანტის ფასი დღესდღეობით 37 000 ევროა, ხოლო მოდელი Leaf e+-ს ფასი, უფრო მძლავრი ელემენტებით, 45 000 ევროა.


 


Hyundai Kona Elektro: კომპაქტური SUV


სამხრეთკორეული კონცერნი ამ 2018 წელს გამოშვებულ მოდელს „ ევროპისთვის პირველ სრულად ელექტრო კომპაქტურ SUV-ს უწოდებს“. სწრაფდამტენ სადგურებზე Kona Elektro Trend- ის ვერსია, რომლის ძრავა 150 კვტ (204 ცხენის ძალა) ერთ საათში ნაკლებ დროში ხდება, ხოლო მანძილის დიაპაზონი 449 კმ-მდეა.  მისი ფასი 42 000 ევროა, ხოლო საბაზისო ვარიანტი 8 000 ევროთი იაფია.


 


Audi e-tron: ნამდვილი ყველგანმავალი


Volkswagen-ის კონცერნის შვილობილმა თავისი პირველი ელექტრო SUV 2019 წელს გამოუშვა პრემიუმ-სეგმენტისთვის და იგი მაშინვე გერმანიის ტოპ-10 ელექტრომობილებს შორის მოხვდა. Audi e-tron 50 quattro ოთი წამყვანი საბურავით და ორი ძრავით გერმანიაში 69 000 ევროდან იწყება, ხოლო 55 quattro 300 კვტ-ით და 430 კმ. მანძილის დაფარვით 81 000 ევრო ღირს.


 


Mercedes EQC: „მერსედესი ელემენტებით“


კონცერნმა Daimler-მა მისი ელექტრო-ყველგანმავალი გერმანიის ბაზარზე გაიყვანა ლოზუნგით “ მერსედესი ელექტრომობილებს შორის“. მისი ფასი 71 000 ევროა, ხოლო სიმძლავრე 300 კვტ. მაქსიმალური გარბენი 470 კმ-ია, ხოლო მაქს. სიჩქარე 180 კმ/სთ. ელექტრო-ყველგანმავალი შვედური ზამთრის პირობებში წარმატებით გამოსცადეს.


 


Porsche Taycan 4S: „სპორტული ავტომობილი ფასდაკლებით“


ელექტრომობილი 185 000 ევროდ? ასე ღირს Taycan Turbo S. 2019 წლის შემოდგომაზე მისი წარმოება წამოიწყო კომპანია Porsche-მ, რომელიც სპორტული ავტომობილებით არის ცნობილი. Turbo მოდელი 152 000 ევრო ეღირება. პოტენციური მყიდველთა წრის გასაფართოებლად დამატებულია მესამე ვარიანტი: Taycan 4S „მხოლოდ 105 000 ევროდ“. მისი სიმძლავრე 390 კვტ. ხოლო მაქსიმალური მანძილის დაფარვა 330-400 კმ.


 


სხვა სიახლეები