• Ƀ/$

რატომ არის წყალსაცავიანი ჰესი უკონკურენტო?

17 სექტემბერი 14:41 | მედია ბიზნესისთვის - M2B

აზრთა სხვადასხვაობა ჰესების შესახებ საზოგადოებაში პერმანენტულად იჩენს თავს. ამის გამო ზოგიერთი პროექტი, რომელთაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და შესაბამისად – ენერგოუსაფრთხოებისთვის, ფერხდება კიდეც.

ერთი რამ ცხადია – წყლის რესურსებით (წყალი ენერგიის განახლებადი წყაროა!) ისეთი მდიდარი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ნამდვილად არ უნდა იყოს ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებული. მაგალითისთვის, მხოლოდ გასულ „ენერგეტიკულ ზამთარში“ ქვეყანამ რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან $80 მილიონზე მეტის ელენერგია შეისყიდა ქსელში დეფიციტის დასაფარად.


და მაინც, რა უპირატესობები აქვს ჰესს ქვეყნის ენერგეტიკისა და მთლიანად ეკონომიკისთვის? მოდით განვიხილოთ ჯერარაშენებული ნენსკრა ჰესის მაგალითზე.


ჰიდროელექტროენერგია განახლებადი ენერგიის წყაროა


ელექტროენერგიის წარმოებისთვის ჰიდროელექტროენერგია იყენებს გამდინარე წყლის ენერგიას, მისი რაოდენობის შემცირების გარეშე. ამიტომ, მცირე ან დიდი ზომის ყველა ჰიდროელექტროსადგური, იქნება ეს მდინარის დინება თუ დაგროვილი საცავები, შეესაბამება განახლებადი ენერგიის კონცეფციას.


მოქნილობა


ჰიდრო ენერგია ელექტროენერგიის მოქნილი წყაროა, ვინაიდან ჰესები მყისიერად ადაპტირდებიან ენერგიის მოთხოვნის ცვლილებებზე – მომენტალურად ზრდიან ან ამცირებენ ელენერგიის წარმოებას. 60–დან 90 წამამდე დროა საჭირო იმისათვის, რომ ტურბინა სრული დატვირთვით ამუშავდეს. ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გაზის ტურბინებისა და ორთქლის დანადგარებზეა საჭირო. ასევე სწრაფად შეიძლება ენერგოგენერაციის შემცირება, ჭარბწარმოების შემთხვევაში. თანაც, ამ დროს წყლის რესურსი არ იკარგება და რჩება წყალსაცავში, შემდგომ პიკურ პერიოდში გამოსაყენებლად.


ჰიდროელექტროენერგია ხელს უწყობს სასმელი წყლის აკუმულირებას


ჰიდროელექტროსადგურების წყალსაცავი აგროვებს წვიმის წყალს, რომელიც შემდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნას ფართო მოხმარებისთვის ან სარწყავად. ასევე, ამცირებს ჩვენს დაუცველობას წყალდიდობებისა და გვალვების მიმართ.


დაბალი დანახარჯები ელექტროგენერაციაზე


ჰიდროელექტროენერგიის უპირატესობად, განსაკუთრებით წყალსაცავიანი ჰესების შემთხვევაში, მიიჩნევა საწვავის ნულოვანი ხარჯი. ჰესის ექსპლუატაცია არანაირად არ არის დამოკიდებული საბადოებიდან მოპოვებულ საწვავზე, როგორებიცაა ბუნებრივი გაზი, ნავთობი ან ქვანახშირი და არანაირ იმპორტს არ საჭიროებს. დღეისთვის მსოფლიოში 10 მგვტ–ზე მეტი სიმძლავრის ჰესებში წარმოებული ელექტროენერგიის ფასი კილოვატ/საათზე $0,03–0,05–ს შორის მერყეობს.


ექსპლუატაციის ხანგრძლივობა


ჰიდროელექტროსადგურებს ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადები აქვთ. მსოფლიოში ბევრი ჰესია, რომელიც უკვე 100 წელზე მეტია, ელექტროენერგიას უწყვეტად გამოიმუშავებს. მაგალითისთვის, საქართველოში აგებული პირველი ჰიდროელექტროსადგური ზაჰესი 1927 წლიდან გენერირებს ელენერგიას. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია  მათი მარტივად განახლება, ამასთან ჰიდროელექტროსადგურებს ოპერირებისა და ტექნიკური მომსახურების ძალიან დაბალი ხარჯი აქვთ.


ჰიდროელექტროენერგიას მნიშვნელოვანს წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში


ჰიდროელექტროსადგურებს ელექტროენერგია, მაგისტრალები, მრეწველობა და კომერცია შემოაქვთ თემებში, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას განაპირობებს, ზრდის ჯანმრთელობისა და განათლების ხელმისაწვდომობას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.


წყალსაცავების მრავალფუნქციონურობა


კაშხალი რამდენიმე მიმართულებით გამოიყენება: აგროვებს წყალს ჰესისთვის, ხეობას იცავს წყალდიდობებისგან, ამარაგებს საირიგაციო სისტემებსა და ქმნის წყალსაცავს, რომელიც ტურისტული ბიზნესის განვითარების შესაძლებლობასაც იძლევა.


ჰესების წყალსაცავებს ხშირად იყენებენ საწყალოსნო სპორტის სახეობებისთვის და ტურისტულ ღირშესანიშნაობებადაც კი გვევლინებიან. ნენსკრა ჰესის შემთხვევაში, წყალსაცავი მნიშვნელოვნად გაზრდის ჭუბერის ტურისტულ პოტენციალს. დღეისათვის სვანეთის ამ ულამაზეს კუთხეს რამდენიმე ათეული ტურისტი თუ სტუმრობს.


ჰიდროელექტროენერგია ეხმარება კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას (ჰაერში CO2-ის გაფრქვევის შემცირება)


ჰესები არ მოიხმარენ საწვავს და არ გამოიმუშავებენ CO2-ს. გარკვეული რაოდენობის მავნე გაზები გამოიყოფა მხოლოდ კაშხლების მშენებლობის პროცესში, თუმცა ეს გარემოს ხელშესახებ ზიანს არ აყენებს. მხედველობაში მისაღებია სათბურის გაზები (GHG). ჰიდროელექტრონერეგიამ, გამოყოფს რა ნაკლებ სათბურის გაზებს (GHG), ვიდრე სხვა ელექტროსადგურები, რომლებიც გაზით, ნახშირით ან ნავთობით მუშაობენ, შეიძლება ხელი შეუწყოს გლობალური დათბობის შეფერხებას. აღიარებულია, რომ ჰესები ყველაზე ნაკლებ მავნე ნივთიერებებს აფრქვევენ ჰაერში. მეორე ადგილზეა ქარის ენერგია, მესამეზე ატომური ენერგია, ხოლო მეოთხე ადგილს მზის ენერგია იკავებს.


გლობალურად აღიარებული ნაკლოვანებები და ნენსკრა ჰესი


მიწის დანაკარგი


დიდი წყალსაცავები მიწის უზარმაზარი ტერიტორიების დატბორვას საჭიროებს, მათ შორის დასახლებული ტერიტორიებისა და სასოფლო–სამეურნეო სავარგულების. ნენსკრა ჰესის შემთხვევაში იტბორება ტერიტორია, რომელიც წარსულში არასოდეს ყოფილა დასახლებული. ამ ტერიტორიაზე არც ისტორიული თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია და არც სასოფლო–სამეურნეო სავარგულები. აღსანიშნავია ისიც, რომ ნენსკრა ჰესის კაშხალი ბოლო დასახლებული პუნქტიდან 8 კილომეტრის დაშორებით  შენდება.


მეთანის გაფრქვევა წყალსაცავიდან


მეთანი ისეთ წყალსაცავებში წარმოიქმნება, რომლებიც დიდი რაოდენობით მწვანე საფარს ტბორავენ. მაგალითად, ტროპიკულ ზონებში განლაგებული წყალსაცავები, რომელთა ქვეშ მოყოლილი უზარმაზარი ხე–მცენარეების ლპობის შედეგად გამოიყოფა მეთანის გაზი. ნენსკრა ჰესის შემთხვევაში, იმ ადგილზე, რომელიც უნდა დაიტბოროს, ძირითადად ბალახი იზრდება და ეს მასა ვერ წარმოქმნის საგრძნობი რაოდენობის მეთანს.


მოსახლეობის გადასახლება


ჰესების კიდევ ერთ უარყოფით მხარედ ასახელებენ ადამიანების გადასახლების აუცილებლობას იმ ადგილებიდან, რომლებიც წყალსაცავმა უნდა დაფაროს. ნენსკრა ჰესის წყალსაცავი სადაც კეთდება, იმ ადგილებში არც დღეს ცხოვრობს ვინმე და ისტორიულ წყაროებშიც კი არ იძებნება ცნობები, რომ აქ ოდესმე თუნდაც ერთი სოფელი იყო.


სხვა სიახლეები