• Ƀ/$

ლიბიის საკითხზე თურქეთი და რუსეთი საუბრობენ, ისრაელი წინააღმდეგია

24 დეკემბერი 14:02, 2019 წელი | ანალიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიბიის საკითხზე რუსულ-თურქული საექსპერტო კონსულტაციები გაიმართა. არსებული ინფორმაციით მხარეები ამ სახელმწიფოში შექმნილი კრიზისის სწრაფად მოგვარებაზე შეთანხმდნენ.

რუსულ უწყებათშორის დელეგაციას პუტინის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ ბოგდანოვი ხელმძღვანელობდა, ხოლო თურქულ დელეგაცია საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე სედათ ონალი.


იდეებისა და აზრების გაცვლის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ლიბიის საკითხებზე კვლავ გააგრძელებენ კონტაქტებს, მათ შორის კრიზისის ადრეული დაძლევისა და დახმარების შესაძლო გაწევის კუთხით.


ლიბია-თურქეთის შეთანხმებას ისრაელი ეწინააღმდეგება


ოფიციალური თელ-ავივი ანკარა-ტრიპოლს შორის ერთი თვის წინ დადებულ საზღვაო საზღვრების დადგენის შესახებ შეთანხმების წინააღმდეგია. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა და აქვე დასძინა, რომ ამ საკითხი გამო თურქეთთან კონფლიქტის წარმოშობა ნაკლებსავარაუდოა.


ლიბია-თურქეთს შორის დადებული ხელშეკრულება პოტენციურ საფრთხეს უქმნის ნავთობისა და გაზის საბადოების საძიებო სამუშაოებს ხმელთაშუა ზღვაში. საბერძნეთი, რომელიც ისრაელის ახლო მოკავშირეა და უთანხმობა აქვს თურქეთთან რიგ საკითხებში, აცხადებს, რომ ზემოხსენებული შეთანხმება აბსურდულია, რადგან იგი უგულებელყოფს კუნძულ კრეტას არსებობას ანკარა-ტრიპოლის საზღვაო საზღვრებში.


კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში აღნიშნავენ, რომ გასულ პარასკევს, 20 დეკემბერს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვიპროსის პრეზიდენტთან საუბარში ამ შეთანხმების უკანონოდ უნდა გამოცხადების შესახებ განაცხადა.


ამ გზავნილის საპასუხოდ ისრაელ კაციმ განაცხადა, რომ ეს არის თელ-ავივის ოფიციალური პოზიცია, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ისინი თურქეთთან დასაპირისპირებლად საბრძოლო გემებს გაგზავნიან. მისი შეფასებით არც ისრაელს, არც თურქეთს სურს კონფლიქტი.


ისრაელს, საბერძნეთსა და კვიპროსს შორის უახლოეს მომავალში ათენში, მსოფლიოში უდიდესი საზღვაო გაზსადენის აშენების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი.


დოკუმენტი თელ-ავივს, ე.წ. ლევიათანის საბადოდან, ევროპის მიმართულებით ბუნებრივი გაზი გაიტანის საშუალებას აძლევს. ამ ხელშეკრულებას მოგვიანებით იტალიაც მოაწერს ხელს.


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


მსგავს თემაზე:

ლიბია რეგიონალური ძალების გადაკვეთის ახალი წერტილია


ლიბიის მთავრობის მეთაური ერდოღანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს


„ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის მშენებლობა შეწყდა! გემებმა ბალტიის ზღვა დატოვეს


„ჩრდილოეთის ნაკადი–2“ შეჩერდა – კრემლი ვაშინგტონს პასუხს უმზადებს


ხმელთაშუა ზღვის ენერგორესურსები - ისრაელი ევროპის ახალი მიმწოდებელი?!



სხვა სიახლეები