• Ƀ/$

ექსპერტებმა მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სმარტფონები დაასახელეს

25 დეკემბერი 11:33, 2019 წელი | ტექნოლოგიები

Counterpoint Research–ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2019 წლის მესამე კვარტლისთვის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მოდელი IPhone XR გახდა.

კვლევის თანახმად სმარტფონების გლობალურ ბაზარზე iPhone XR მოდელმა 3% მიიღო. ექსპერტების თქმით iPhone XR 2018 წლის ბოლოდან, ყოველ კვარტალში მუდმივად ლიდერობს მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი სმარტფონების ჩამონათვალში.


 მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს Samsung Galaxy A10-მა და A50-მა, წილით შესაბამისად, 2.6% და 1.9%. მეოთხე და მეხუთე ადგილები 1.6% წილით Oppo A9 და iPhone 11 დაიკავეს.


პოპულარულ მოდელებში ასევე შედის Oppo A5s, Samsung - Galaxy, Oppo A5, Xiaomi Redmi A7 და Huawei P30.


სხვა სიახლეები