• Ƀ/$

5G ქსელი - გლობალური მოთამაშეები კონკურენციაში შედიან

31 დეკემბერი 12:11, 2019 წელი | ტექნოლოგიები

4G-ზე 100-ჯერ უფრო სწრაფი, და 120-ჯერ უფრო დაბალი ლატენტაციის მქონე 5G ქსელი ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში რევოლუციის მოხდენას აპირებს.

2019 წლის დასასრულს რამდენიმე ქვეყნის სატელეკომუნიკაციო კომპანია უკვე გადავიდა 5G ქსელის გაფართოებაზე, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამ სფეროში გლობალური ლიდერობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოებში შორის კონკურენცია პიკს მიაღწევს. გამარჯვებულ სუბიექტს ექნება საშუალება შეცვალოს სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის მომავალი და დომინანტობა ათწლეულების მანძილზე შეინარჩუნოს.


როგორც მსოფლიოს მობილური ტელეფონების უდიდეს ბაზარს - ჩინეთს 5G ქსელის განვითარების მოწინავეთა რიგებში ყოფნა სურს. 2025 წლისთვის ჩინეთში სავარაუდოდ 460 მლნ. 5G კავშირი იქნება, რაც მას ყველაზე დიდ ბაზრად აქცევს. 3G და 4G-ის ერაში, პოტენციური ლიდერობის ხელიდან გაშვებული შანსების შემდეგ, 5G ჩინეთისთვის პრიორიტეტია.


დღესდღეობით 5G ქსელი მოხმარებაში აშშ-ის, სამხრეთ კორეას, ჩინეთს, დიდ ბრიტანეთს და გერმანიას აქვთ გაშვებული.


მსგავს თემაზე:

5G ინტერნეტის მასობრივ გავრცელებას 10 წელი დასჭირდება


5G ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 5 წელიწადში 16 000%-ით გაიზრდება


5G ინტერნეტის ინდუსტრიაში ჩინეთი წინაურდება


რას შეცვლის 5G ინტერნეტი? - გზა გამოქვაბულის ნახატებიდან ციფრულ მომავლამდე



სხვა სიახლეები