• Ƀ/$

Boeing 737 max-ის ექსპლუატაციაში დაბრუნება გაურკვეველი ვადით გადაიდო

6 იანვარი 17:41 | კომპანიები

Boeing 737 max-ს კიდევ ერთი ხარვეზი აღმოაჩნდა, რის შედეგადაც მისი ექსპლუატაციაში დაბრუნება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

გასულ წელს Boeing 737 max-ის 2 ავიაკატასტროფის შედეგად ჯამში 346 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი ემსხვერპლა. ფრენების რეგულატორმა ავიაკომპანიებს აღნიშნული მოდელის გამოყენება აუკრძალა. ფრენები შეწყდა საქართველოშიც. შემოწმების შედეგად ძირითადი ხარვეზები პროგრამულ უზრუნველყოფაში გამოვლინდა. ახალი კვლევებით კი წუნი თავად კონსტრუქციის დიზაინშიც აღმოჩნდა. დეკემბერში კომპანია  737 max-ის წარმოება საერთოდ შეწყვიტა.


Boeing 1916 წელს დაარსდა. 2018 წელს მისმა შემოსავალმა $101 მლრდ-ს, ხოლო წმინდა მოგებამ $10.4 მლრდ-ს მიაღწია. ავიაკატასტროფებამდე Boeing-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $247 მლრდ-ს აღწევდა, დღეს მისი ღირებულება $60 მლრდ-ით ნაკლებია.


მსგავს თემაზე:

ორბიტაზე 780–დღიანი ფრენის შემდეგ ამერიკული Boeing X-37B მიწაზე დაეშვა



სხვა სიახლეები