• Ƀ/$

ვინ არის ირანული ყუდსის დანაყოფის ახალი ხელმძღვანელი?

8 იანვარი 11:50 | ანალიტიკა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ყუდსის ძალების ახალ ხელმძღვანელად შაბათს, 4 იანვარს, ბრიგადის გენერალი ესმაილ ყაანი დაინიშნა.

მისი წინამორბედის, გენერალ ყასემ სოლეიმანის მსგავსად, 62 წლის ყაანი (დაბ. 1957 წლის 8 აგვისტოს, რედ.) წლების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთის მრავალ კონფლიქტში იყო ჩართული, მათ შორის ერაყის ომში (2003-2010 წწ.) და სირიის ომში (2011-დან დღემდე).


ყუდსის დანაყოფში, სოლეიმანის შემდეგ, ყაანი რიგით მეორე პიროვნებად ითვლებოდა. იყო აწ უკვე გარდაცვლილი გენერლის უახლოესი მრჩეველი და მისი მეგობარი 1983 წლიდან.


ყაანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შემადგენლობაში დიდი ხნის ისტორია გააჩნია, რადგან იგი სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს იკავებდა ამ სპეცსამსახურის სადაზვერვო დანაყოფში.


წარსულიდან მოყოლებული გენერალ ყაანის პალესტინასთან დაკავშირებით მისი წინამორბედის ანალოგიური პოზიცია უკავია და ისრაელს მტრული პოზიციებიდან აფასებს.


იმის მიუხედავად, რომ ამ ეტაპზე მცირე თვალსაჩინო ინფორმაცია არსებობს თუ რატომ დაინიშნა სწორედ ეს პიროვნება ყუდსის ძალების ახალ მეთაურად, ირანული წყაროები ამბობენ, რომ სწორედ იგი იყო წლების მანძილზე ამ თანამდებობის დაკავების რიგით პირველი კანდიდატი, იმ შემთხვევაში თუ სოლეიმანის რაიმე შეემთხვეოდა.


ეს ორი გენერალი ხშირად ერთად მოგზაურობდა სირიაში, ლიბანში და ერაყში, სადაც ყაანი სოლეიმანის უახლოესი მრჩევლის როლს ირგებდა.


სავარაუდოა, რომ მისი მმართველობის პერიოდში მცირედით, თითქმის არ შეიცვლება ყუდსის ძალების მუშაობის სპეციფიკა და მეთოდები, რადგან მას აღწერენ სოლეიმანის მსგავს პიროვნებად როგორც აზროვნების, აგრეთვე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


მსგავს თემაზე:

ირანი ლიბანში მიმდინარე მასობრივი პროტესტით შეშფოთებულია


ირანის რეჟიმი მოსახლეობას სასტიკად უსწორდება


ირანმა იემენელ მეამბოხეებთან სამხედრო ხელშეკრულება გააფორმა


აშშ-ირანის დაძაბულობა: უკანასკნელი სიახლეები



სხვა სიახლეები