• Ƀ/$

„თქვენ გაქვთ კითხვები, პასუხები გვაქვს ჩვენ“ – რას სთავაზობს აგსო აგრობიზნესს

8 იანვარი 18:45 | კომპანიები

საქართველოში აგრობიზნესი არასტაბილურად ვითარდება. ადგილობრივი ფერმერების არასწორი მოლოდინები სახელმწიფო სუბსიდიის მიმართ; მიწოდებისა და მოთხოვნის დისბალანსი თითქმის ყველა აგროპროდუქტზე (ატამი, ვაშლი, ყურძენი); მიწის დამუშავების და შემდეგ კი, პროდუქტის ჩაბარება - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ფერმერები ყოველწლიურად აწყდებიან მოსავლის აღების შემდეგ.

ბევრჯერ გვინახავს ემოციური კადრები, თუ როგორ ყრიან ატამს თუ საზამთროს კახელი გლეხები, ან ჩეხავენ ვენახს - რაც, რეალურად, არა სახელმწიფოს თუ აგრობიზნესის, არამედ ადგილობრივი ფერმერების არასაკმარისი ეკონომიკური თუ აგრარული განათლების ბრალი უფროა.

აღნიშნული სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ერთი მხრივ, პროდუქტის ხარისხი, მეორე მხრივ – მოთხოვნა-მიწოდების მუდმივი დისბალანსი ქართული აგრობიზნესის ყოველწლიური პრობლემაა. ამას ემატება ისიც, რომ ყოველწლიურად კონკრეტულად ერთი პროდუქტი ექცევა ფერმერთა ყურადღების ცენტრში და ყველა გლეხი მის მოწევაზე მუშაობს, იქნება ეს ვაშლი, საზამთრო, ატამი, ნიორი თუ ყურძენი. სხვა კულტურების დამუშავება და მიწოდება კი, რომელზეც გაცილებით დიდია მოთხოვნა, ფაქტობრივად, საერთოდ არ ხდება (ასეთია მაგალითად, ნუში, თხილი, ჩირი, ქიშმიში, და ა.შ.) და ადგილობრივი ბაზარი იმპორტზე ხდება დამოკიდებული.

ვინ ასწავლის ფერმერებს?   

სწორედ ამ პრობლემების სწორად დანახვამ და გამოკვეთამ განსაზღვრა აგროსოლუშენსის (აგსო) ძირითადი როლი დარგის განვითარებაში. ეს გულისხმობს უმაღლესი კვალიფიკაციის პასუხებს და რეკომენდაციებს იმ კითხვებსა და პროექტებზე, რომლებიც დღეს აგრობიზნესს უჩნდება. კომპანიის კომერციული დირექტორი ირაკლი ჩიქავა აღნიშნავს, რომ აგსო ფერმერს ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპზე ეხმარება. 

კომპანიის სერვისები მაქსიმალურად ერგება თითოეულ დამწყებ ფერმერს და მოიცავს ყველა იმ ეტაპს, რომელსაც გადის ნებისმიერი აგროპროექტი:

·         ბიზნესიდეების შეთავაზება და დამუშავება;

·         ბიზნესგეგმების შედგენა;

·         ბიზნესის ტექნოლოგიური პროცესის სრული დეტალიზაცია;

·         ბიზნესის სტრუქტურისა და მენეჯმენტის დანერგვა;

·         ტექნიკური საშუალებებისა და წარმოების ხაზების მოძიება და იმპორტი;

·         Turn Key პროექტების ჩაბარება;

·         წლიური საკონსულტაციო მომსახურება;

·         მენეჯმენტ სერვისის შეთავაზება მოქმედი აგრო ბიზნესისთვის.

 

აგსო-ს სერვისებში პირველი ადგილი თავად მიწის შეფასებას და მისი ვარგისიანობის დადგენას ენიჭება. აგსო-ს ექსპერტები აფასებენ არსებული მიწის ფართობს და გასცემენ რეკომენდაციებს, თუ რომელი კულტურისთვის შეიძლება იყოს ვარგისი არსებული ფართი: კლიმატური პირობების, ნიადაგის, წყლის, რელიეფის და სხვა გარემოების გათვალისწინებით.

ხეხილის ბაღების გაშენება აგსო-ს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სერვისია. მიწის დამუშავებიდან ნერგის დარგვამდე აგსო გთავაზბთ სფეროს ექსპერტების ზედამხედველობის ქვეშ მიწის შეფასებას, დამუშავებას და ბაღის გაშენებას ყველა სტანდარტის დაცვით.

Turn Key პროექტები კომპანიის ერთ-ერთ მნიშნველოვან სერვისს წარმოადგენს. კარგი ბიზნესგეგმა და საჭირო ფინანსები სულაც არაა საკმარისი ბიზნესის დასაწყებად. სფეროში განსწავლული სპეციალისტების ჩართულობით, აგსო–ს გუნდი კონკრეტულ საწარმოს თუ ბიზნეს-ობიექტს სრული წესების დაცვით აშენებს, ამონტაჟებს და უშვებს ექსპლუატაციაში.

საქართველოში ბიომეურნეობები პირველ ნაბიჯებს დგამს. ბევრი ფერმერი ფიქრობს, რომ თუ მის მეურნეობაში მცენარეთა დაცვისთვის სხვადასხვა შესაწამლ ქიმიურ საშუალებებს არ გამოიყენებს, მისი პროდუქტი ბიოლოგიურად სუფთაა. თუმცა რეალობა სულ სხვაგვარია. ბიომეურნეობა პირველ რიგში ბიოლოგიურად სუფთა ადგილის შერჩევას გულისხმობს. ხოლო პროცესის მართვა კიდევ უფრო რთულია, სერტიფიცირება - აუცილებელი.

გარდა ამისა, ბიზნესგეგმებისა და აგროტექნოლოგიური რუკების მომზადება აგსო-ს მნიშვნელოვანი და ყველაზე ხშირად მოთხოვნადი სერვისებია ფერმერებისა თუ ბიზნესმენების მხრიდან; ბიზნესის დაწყებისა და გამართვის შემდეგ კი, აგსო-ს გათვალისწინებული აქვს სპეციალისტის მომსახურებაც, ეს კი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან მჭიდრო კავშირებს, უცხოური გამოცდილებისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვას გულისხმობს ქართულ აგრობიზნესში.

გარდა საერთაშორისო კომპანიების ქსელისა, აგსო აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო სექტორთან. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობის მიერ აგრარული სექტორი ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიამრთულებადაა აღიარებული, ამ სფეროში მრავლადაა სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მოიცავს როგორც საგრანტო, ისე შეღავათიანი აგროსესხების მიმართულებებს. აგროსოლუშენსი ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობაში ეხმარება.

გარდა სახელმწიფო დაფინანსებისა, აგროსოლუშენსი ინვესტორებთანაც აქტიურად მუშაობს და სთავაზობს მათ მიმზიდველ ინვეტირებას საქართველოს წამყვან აგროკულტურებში. ერთის მხრივ, ინვესტორებისთვის საინტერესო და ახალი სფეროების შეთავაზება, მეორე მხრივ კი, ადგილობრივი ფერმერებისთვის ბიზნესის გაფართოების ხელშეწყობა აგროსოლუშენსს აღნიშნულ ბაზარზე ექსპერტისა და სანდო შუამავლის სახელითა და რეპუტაციით პოზიციონირების საშუალებას აძლევს.

გარდა დაფინანსებისა, აგრო სოლუშენსი მეწარმეებს ეხმარება, შეადგინონ თავიანთი საწარმოების ტექნოლოგიური პროცესის დეტალური სახელმძღვანელო. ეს არის ერთგვარი ინსტრუქცია, რის მიხედვითაც მეწარმე მართავს სრულ საწარმოო პროცესს.

აგროსოლუშენსმა დაარსების დღიდან პრაქტიკულად უკვე მოახდინა გავლენა ქართულ აგრობიზნესზე, რაც ნელ-ნელა ამ სექტორში განხორციელებულ პროექტებსაც ემჩნევა და, გრძელვადიან ჭრილში ქართულ ეკონომიკაზეც ჰპოვებს ასახვას.

იმ პროექტებიდან, რასაც აგსო ახორციელებს, აღსანიშნავია თეთრი პეკინური იხვის წარმოება; სათესლე და სარგავი მასალის ბაზრის კვლევა; იმერული ყველის წარმოების პროექტი და ნუშის ბაზრის კვლევა.

შესაბამისად, თუკი გაქვთ მიწის ნაკვეთი და ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, რა კულტურა შეიძლება მოიყვანოთ; რაზეა განსაკუთრებული მოთხოვნა და კლიმატისა და მიწის თავისებურებების მიხედვით, რა შეიძლება მოვიდეს აღნიშნულ მიწაზე, აგროსოლუშენსის ექსპერტები იდეის გენერირებიდან პროექტის სრულ გამართვამდე თქვენ გვერდით იქნებიან.


სხვა სიახლეები