• Ƀ/$

საქართველოს აეროპორტები 2019 წელს 5.2 მლნ მგზავრს მოემსახურა

9 იანვარი 14:46 | ეკონომიკა

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 5.2 მლნ მგზავრს მოემსახურა. რაც 3-% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 5.03 მლნ მგზავრი). 

დეკემბერში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი თბილისის გარდა, ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ აეროპორტში დაფიქსირდა:


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დეკემბერში 222 ათასი მგზავრს მოემსახურა, რაც -15% ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 261 ათასი მგზავრი ). ხოლო 12 თვის ჭრილში, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -3% კლება დაფიქსირდა და  შეადგინა 3.69 მლნ  (2018 წელი 3.81 მლნ მგზავრი).    


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  მგზავრთნაკადი 2019 წლის დეკემბერში 45% გაიზარდა და 83 ათასი მგზავრი შეადგინა (2018 წლის დეკემბერი 57 ათასი მგზავრი). რაც შეეხება 12 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2019 წელს  874 ათასი მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42% მეტია. (2018 წელი - 617 ათასი).


2019 წელს, ავიასანქციების მიუხედავად, ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის დეკემბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 26 ათასი მგზავრმა ისარგებლა. რაც 42% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის დეკემბერი 18 ათასი მგზავრი). რაც შეეხება წლიურ ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წელს, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 4%-ით გაიზარდა და 624 ათასი მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 599 ათასი მგზავრი).



რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2019 წელს 10 132 მგზავრმა ისარგებლა. რაც 23 % მეტია გასული წელთან შედარებით. (2018 წელი - 8,264 მგზავრი).


მესტიის აეროპორტი დეკებრის თვეში 595 მგზავრს მოემსახურა, რაც 97 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის დეკემბერი 302 მგზავრი). 12 თვის ჭრილში კი თამარ მეფის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი 23 % გაიზარდა. (2018 წელი - 6741 მგზავრი).


ამბროლაურის აეროპორტი დეკემბერში 67 მგზავრს მოემსახურა, რაც 179 % მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2018 წლის დეკემბერი - 24 მგზავრი). რაც შეეხება 12 თვის ჯამს, ამბროლაურის აეროპორტში 2019 წელს მგზავრთნაკადი, მესტიის აეროპორტის მსგავსად, 23 % გაიზარდა და 1866 მგზავრს მოემსახურა. (2018 წელი - 1523 მგზავრი).


მსგავს თემაზე:

მსოფლიოს TOP 3 აეროპორტი 2018 წელს 300 მლნ მგზავრს მოემსახურა


თბილისიდან ლონდონამდე 1 საათში - ჰიპერბგერითი თვითმფრინავის შესაძლებლობები


საქართველოს აეროპორტებში ტურისტებისათვის ღვინის დარიგება დაიწყო



სხვა სიახლეები