• Ƀ/$

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 2019 წელს 9.3 მლნ-ს გადააჭარბა

10 იანვარი 16:16 | ეკონომიკა

2019 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურისა და ტურისტების  რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა. საქართველოში  9.358 მლნ საერთაშორისო  მოგზაურთა ვიზიტი შედგა.  განსაკუთრებული ზრდა  ევროკავშირის ქვეყნებიდან დაფიქსირდა. 

გასულ წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობა 7.3%-ით  7,725,774-მდე გაიზარდა, საიდანაც ტურისტების რიცხვი 5,080,478-ს შეადგენდა, 6.8%-ით მეტს 2018 წელთან შედარებით.


ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+7.2%), რუსეთიდან (+4.8%), სომხეთიდან (+7.6%) და თურქეთიდან (+5.3%) შედგა.


პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან. საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევიან ის ქვეყნები სადაც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიური მარკეტინგული კამპანია გამართა, შედეგად  დიდი ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: გერმანია +38.1%, პოლონეთი +32%, საფრანგეთი +28.4%, გაერთიანებული სამეფო +27.5%,  ნიდერლანდები +25.8% და სხვა.


განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +101.9%, ყირგიზეთი +99.6%, ყაზახეთი +75.7%, ჩინეთი +50.9%, საუდის არაბეთი +44.9%, ქუვეითი +34.7% და სხვა.


2019 წლის დეკემბერში საქართველოში 667,612 საერთაშორისო  მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +16.4%-ა. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ  534,732 შეადგინა, ზრდა +16.3%-ა. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  312,046 შეადგინა, რაც 41,821-ით მეტია 2018 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +15.5%).


2019 წლის დეკემბერში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტი სომხეთიდან (+25.8%), აზერბაიჯანიდან (+8.8%), თურქეთიდან (+19.7%) და რუსეთიდან (2.6%) განხორციელდა.


პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების ზრდის კუთხით  გამოირჩეოდნენ:


პოლონეთი +82.8%, იტალია +77.4%, ლიეტუვა +33%, საფრანგეთი +26.5%, გერმანია


+25.1% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:


ყაზახეთი +177.2%, ყირგიზეთი +191.6%, ისრაელი +63.8%, ჩინეთი +54.1% და სხვა.


წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3.3 მილიარდ დოლარს (ზრდა +1.4%), რაც 47 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში 217  მილიონ დოლარს შეადგენს (ზრად +5.4%), რაც 11 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


მსგავს თემაზე:

მსოფლიო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $1.45 ტრლნ-ს მიაღწია


შიდა ტურიზმი მესამე კვარტალში 21.8%-ით გაიზარდა



სხვა სიახლეები