• Ƀ/$

ვიზიტორების რაოდენობაში მეზობელი ქვეყნების წილი 70%-ს აღემატება

10 იანვარი 18:56 | ეკონომიკა

საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 2019 წელს 7.3%-ით, 7.726 მლნ-მდე გაიზარდა, რომლის 91.8% - 7.09 მლნ პირველ 15 სახელმწიფოზე მოდის. 

გასულ წელს საქართველოს ყველაზე მეტი - 1.527 მლნ ვიზიტორი აზერბაიჯანიდან ეწვია, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 102 ათასით - 7.2%-ით აღემატება.


8 ივლისიდან რუსეთმა საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა, რის გამოც არსებობდა გარკვეული მოლოდინი, რომ რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა შემცირდებოდა, თუმცა იმის გათვალისწინებით რომ რუსეთის მოქალაქეებს სხვა სატრანსპორტო საშუალებებით, ასევე საჰაერო გზით მესამე ქვეყნის გავლით კვლავ უვიზოდ შეეძლოთ საქართველოს საზრის კვეთა 2019 წელს ვიზიტორების რაოდენობა რუსეთიდან მაინც 66 ათასით - 4.8%-ით გაიზარდა და 1.472 მლნ-ს მიაღწია, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2018 წელს რუსეთიდან ბევრად უფრო მაღალი 23.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.


7.6%-იანი ზრდის შემდეგ 1.365 მლნ ვიზიტორით სომხეთმა მესამე ადგილი დაიკავა. თურქეთი 1.157 მლნითა და 5.3%-იანი ზრდით თურქეთი მეოთხე ადგილზეა.


მთლიანობაში მეზობელი სახელმწიფოებიდან ვიზიტორების რაოდენობამ 5.52 მლნ-ს მიაღწია, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 71.44%-ს შეადგენს, 2018 წელს ვიზიტორებში მეზობელი სახელმწიფოების წილი 72.15%-ს შეადგენდა.


მცირე, 2.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა, საქართველოს არარეზიდენტების მიერ განხორციელებული ვიზიტების მხრივ და მან 489 ათასი შეადგინა.



პირველი 15 სახელმწიფოდან რაოდენობრივად ყველაზე დიდი 102 ათას ვიზიტორიანი ზრდა აზერბაიჯანიდან დაფიქსირდა, პროცენტულად - 76%-ით ყაზახეთიდა. 51%-ით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა ჩინეთიდან. კლება კი მხოლოდ ერთი ქვეყნიდან ირანიდან დაფიქსირდა. 2019 წელს ირანიდან ვიზიტორების რაოდენობა 149 ათასით შემცირდა, რაც 51%-იან კლებას უდრის.


7.726 მლნ ვიზიტორიდან ტურისტების წილი 65.75% - 5.08 მლნ იყო. 


მსგავს თემაზე:

სად წავიდეთ 2020 წელს - 10 საუკეთესო ტურისტული მიმართულება Bloomberg-ისგან


გუდაურსა და მესტიაში 29 აპრილამდე ტურისტებს გაუკვალავ თოვლში შვეულმფრენით გადაიყვანენ


საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 2019 წელს 9.3 მლნ-ს გადააჭარბა



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი