• Ƀ/$

ამერიკამ ირანს ახალი სანქციები დაუწესა

11 იანვარი 00:22 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მოაწერა ხელი. 

ახალი სანქციები ირანის 8 ოფიციალურ პირს დაუწესდა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამერიკულ ბაზაბზე განხორციელებულ თავდასხმებზე.


”ჩვენ ვიღებთ სანქციებს რვა ირანელი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ, რომლებიც ვითარების დესტაბილიზაციასა და სამშაბათს ბალისტიკური რაკეტების გაშვებაში მონაწილეობდნენ”, - განაცხადა აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა. 


ამასთან, მნუჩინის თქმით, ვაშინგტონის სანქციები შეეხება 17 წამყვან ირანულ ფოლადის მწარმოებელ და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის კომპანიებს. 


შეგახსენებთ, რომ ირანის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების შესახებ ტრამპმა 2 დღის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.


მსგავს თემაზე:

ირანის საწინააღმდეგო ამერიკული სანქციები მესამე ქვეყნებსაც ემუქრება?


ამერიკულ ავიაკომპანიებს ირანსა და ერაყში ფრენა აეკრძალათ


ტრამპი: სანამ ამერიკის პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს მიეცემა უფლება ფლობდეს ბირთვულ იარაღს



სხვა სიახლეები