• Ƀ/$

ლიბიის დაპირისპირებული მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ?

13 იანვარი 12:09 | ანალიტიკა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გაეროს მიერ აღიარებული, ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის (GNA) ხელმძღვანელი სტამბოლში მიიღო.

ერდოღანსა და ფაიზ ალ-სარაჯს შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართა.


ტრიპოლის მთავრობამ და ლიბიის ეროვნული არმიის (LNA) ლიდერმა ხალიფა ჰაფთარმა თურქულ-რუსული ერთობლივი მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შაბათს მიიღეს.


აქვე მოსალოდნელია, რომ დღეს, 13 იანვარს, ორი დაპირისპირებული მხარე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოსკოვში მოაწერს ხელს.


აღნიშნულის შესახებ ლიბიის სახელმწიფო უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა ხალედ ალ-მიშრიმ განაცხადა.


„ამ შეთანხმების ხელმოწერით საომარი მოქმედებები შეწყდება და გზა დაეთმობა პოლიტიკური პროცესების დაწყებას“, - აღნიშნა ალ-მიშრიმ.


დამატებით, რუსეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრები მოსკოვში. მათ თურქ კოლეგებთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან და ჰულუსი აქარისთან ერთად ლიბიის საკითხზე და ირანის გარშემო არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრებენ. თურქული დელეგაციის შემადგენლობაში აგრეთვე იქნება თურქეთის სპეცსამსახურის (MiT) ხელმძღვანელი ჰაქან ფიდანი.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


მსგავს თემაზე:

ლიბიის საკითხზე თურქეთი და რუსეთი საუბრობენ, ისრაელი წინააღმდეგია


ტრიპოლის მთავრობამ თურქეთს დახმარება ოფიციალურად სთხოვა


თურქეთის შეიარაღებული ძალები ლიბიაში განლაგდებიან


თურქულ-რუსულ შეთავაზებას ლიბიაში არ ეთანხმებიან



სხვა სიახლეები