• Ƀ/$

ნორვეგიაში ყოველი გაყიდული 100 ავტომობილიდან 56 ელექტრომობილია

13 იანვარი 16:40 | ტექნოლოგიები

ელექტრომობილების გაყიდვების ზრდის ტემპი მთელ მსოფლიოში შემცირდა, მაგრამ ნორვეგია გამონაკლისად დარჩა, სადაც გასულ წელს ახალ ავტომობილებში ელექტრომობილების წილმა 56%-ს მიაღწია. 

წმინდა ელექტრომობის წილი 31%-დან 42%-მდა გაიზარდა, ფლაგ ინ ჰიბრიდებიანად კი 51%-დან 56%-მდე. ნორვეგია, რომელიც ევროპაში ნავთობისა და გაზის ყველაზე დიდი მომპოვებელი და შესაბამისად ექსპორტიორიცაა, თავად შიდაწვისძრავიან ტრანსპორტს არ წყალობს, მასინ როცა ელექტრომობილის მფლობელებს განსაკუთრებულ უპირატესობებს სთავაზობს.


ნორვეგიაში გასულ წელს გაყიდული ყოველი მე-9 ავტომობილი Tesla Model 3 იყო. ასეთი სულ 15 683 ერთეული გაიყიდა, რაც მეორე ადგილზე მყოფ VW Golf-ზე 50%-ით მეტია.


ელექტრომობილებისგან განსხვავებით დიზელზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვები 13%-ით, ბენზინზე მომუშავე ავტომობილების კი 31%-ით შემცირდა.


ნორვეგიაში ელექტრომობილის იმპორტი გადასახადისგან გათავისუფლებულია, მათთვის უფასოა პარკინგი და თავისუფლად შეუძლიათ ბასლაინზე გავლა.


2025 წლისთვის ნორვეგია შიდაწვისძრავიანი ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. თავდაპირველი გეგმით ამ დროისთვის მათი სრული აკრძალვაც იგეგმებოდა, მაგრამ მოგვიანებით სკანდინავიელებმა რადიკალური გადაწყვეტილება შეარბილეს.


მსგავს თემაზე:

Mercedes ელექტრომობილებზე გადადის


ელექტრომობილების მფლობელების სახლებთან უფასო ელექტროდამტენები დამონტაჟდება


ყოველი გაყიდული 8 ელექტომობილიდან 1 Tesla Model 3-ა


ელექტრომობილების გაყიდვების ზრდის ტემპი შემცირდა, თუმცა უახლოესი პროგნოზი დამაიმედებელია



სხვა სიახლეები