• Ƀ/$

N19 ბაგა-ბაღს ახალი შენობა ექნება

14 იანვარი 16:16 | მედია ბიზნესისთვის - M2B

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დიღმის მასივში, N19 ბაგა-ბაღის შენობის დემონტაჟი დაიწყო. ავარიული ბაღის ნაცვლად უბანს 2021 წლისათვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება. 

დემონტაჟის პროცესსა და ახალი ბაგა-ბაღის პროექტს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გაეცნო და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელს გაესაუბრა.


მისი თქმით, მშენებლობა 2020 წლის ბოლოსთვის დასრულდება, ხოლო შენობა ექსპლუატაციაში 2021 წელს შევა.


„ორწლიანი საპროექტო და საექსპერტო სამუშაოების შემდეგ, ჩვენ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავედით. მეცხრამეტე ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დამონტაჟი მალე დასრულდება, დასუფთავდება სამშენებლო ტერიტორია და რამდენიმე კვირაში ახალი ბაღის მშენებლობას ჩავუყრით საფუძველს. თითოეული ბაღის მშენებლობა უმნიშვნელოვანესია ქალაქისთვის, განსაკუთრებით კი ასე მჭიდროდ დასახლებული უბნისათვის. მოხარული ვარ, რომ დიღმის მასივს ახალი, თანამედროვე სტანდარტების, ადაპტირებული, რვაჯგუფიანი საბავშვო ბაღი შეემატება, სადაც 250-მდე ბავშვი მიიღებს სკოლამდელ განათლებას,“ - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.


მისივე თქმით, 2020 წელს, ეტაპობრივად, თბილისში კიდევ 13 ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი და მათ ნაცვლად ახალი შენობების მშენებლობა დაიწყება.


N19 ბაგა-ბაღის დემონტაჟსა და მშენებლობას შპს „ბილდ ტერიტორი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 4.5 მლნ ლარია.


მსგავს თემაზე:

ვაკის რაიონში, ხუთი საბავშვო ბაღის ეზოში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა


ისანში 2020 წელს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება



სხვა სიახლეები