• Ƀ/$

პოსტოპერაციული რეაბილიტაცია - პაციენტის სრული გამოჯანმრთელების უალტერნატივო პროცედურა

14 იანვარი 16:49 | კომპანიები

ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა, რომელიც 21 წელია ქართულ სამედიცინო ბაზარზე ფუნქციონირებს, 3 ახალი კლინიკა გახსნა.

პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, ასევე ისანში გახსნილი მრავალპროფილური ამბოლატორიული კლინიკები სამედიცინო მომსახურების სრული სპექტრით ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში მიიღებენ პაციენტებს. შაბათ-კვირას კი სპეციალური ფასდაკლებებიც იმოქმედებს.


ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია ორგანიზმში სერიოზულ ჩარევას ნიშნავს და ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ასეთი მანიპულაციის შემდეგ ყველაფერი „ძველებურად იქნება“. რაც არ უნდა ძლიერმა ქირურგმა ჩაატაროს ოპერაცია, მედიცინის ნამდვილმა გენიოსმაც კი და ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ორგანიზმისთვის ძალებისა და ფუნქციების აღდგენას აუცილებელია რეაბილიტაციის კურსის გავლა.



სარეაბილიტაციო მომსახურება ტატიშვილის კლინიკის პრიორიტეტული მიმართულებაა, რაშიც მას საქართველოში ჯერჯერობით კონკურენტი არ ჰყავს. კლინიკები აღჭურვილია ანტიგრავიტაციული აღდგენითი თერაპიის, მაღალინტენსიური ლაზეროთერაპიის (ჰილთერაპია) და მრავალტალღოვანი რობოტიზებული ლაზეროთერაპიის დანადგარებით, რაც ქართულ მედიცინაში ყველაზე მნიშვნელოვან სიახლედ შეიძლება, ჩაითვალოს. ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მსგავსი ტიპის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად ამცირებს მომავალში განმეორებითი რადიკალური ჩარევების საჭიროების რისკებს.


პეკინის გამზირზე გახსნილი ახალი კლინიკა, რომელშიც რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო, 1500 კვ.მ-ზეა განთავსებული. ახალი კლინიკების ჩათვლით, ტატიშვილის სამედიცინო ცენტრს უკვე 200-მდე სპეციალისტი ჰყავს დასაქმებული.


„ახალი ცენტრის გახსნა კიდევ უფრო აძლიერებს ბრენდს. ცენტრი განსხვავებულია იმით, რომ მომხმარებელს სთავაზობს ამბულატორიული მომსახურების სრულ სპექტრს ერთ სივრცეში, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს პაციენტის დროს და ასევე კომფორტულია  ექიმებისთვის“, — განმარტავს დავით ტატიშვილი.


ტატიშვილის კლინიკების ქსელის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა, უახლეს ტექნოლოგიურ დანადგარებთან ერთად, უმაღლესი კვალიფიკაციის გუნდია. ყოველი ახალი კლინიკის გახსნა ქვეყნის წამყვანი ექიმების მოზიდვასაც ნიშნავს.


პროფესიონალების დასაქმებასა და მათ შენარჩუნებას ტატიშვილის კლინიკა გარდა სტაბილური და მზარდი ანაზღაურებისა, ექიმების მუდმივი გადამზადებითა და კვალიფიკაციის ამაღლებითაც ახერხებს.


სამედიცნო სფეროს ექსპერტები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ კლინიკები არ ზრუნავენ საკუთარი ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რასაც ხშირად ფატალურ შედეგამდე მივყავართ. როგორც დავით ტატიშვილი აცხადებს ჯანმრთელობის ცენტრისთვის ექიმის პროფესიული განვითარება პრიორიტეტია.


„ის რომ კლინიკები ვერ ზრუნავენ ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ხშირად განპირობებულია ბიუჯეტის არ ქონით. თუმცა ჩვენი მიდგომა გრძელვადიან ოპერირებაზეა გათვლილი და ამიტომ ვთლით, რომ ამ მიმართულებით აუცილებელია მუშაობა. ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები უცხოელ სპეციალისტებსა და სამედიცინო დაწესებულებებთან, ვიღებთ რეკომენდაციებს და ვცილობთ, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გავაფორმოთ, რომელშიც აუცილებელი პირობაა ჩვენი ექიმებისთვის სიახლეების გაცნობა და მათთვის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება. ამისგან დამოუკიდებლად ჩვენ შექმნილი გვაქვს ფონდი, სადაც  ცენტრის  გამომუშავებული თანხებიდან გარკვეული წილი გადაირიცხება  და შემდგომში ამ რეზერვებს გამოვიყენებთ ჩვენი გუნდის წევრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვისთვის“, - ამბობს დავით ტატიშვილი.


მიუხედავად ამისა, ცენტრის საფასო პოლიტიკა სამედიცინო ბაზარზე არსებულ ფასებს არ სცდება.


„დიდი მარჟები არ გვაქვს გათვლილი, ბაზარზე არსებულ საფასო პოლიტიკას ვითვალისწინებთ და პროცედურების ღირებულებებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა არ გვაქვს.  მენეჯმენტის გადაწყვეტილებით,  მთავარი მიზანი, ბევრი გამოჯანმრთელებული და კმაყოფილი პაციენტია, ასევე ექიმისთვის სტაბილურად  შრომის ანაზღაურება.  ჯანმრთელობის ცენტრის მიზანი არ არის მხოლოდ მოგებაზე  ორიენტირება, მთავარია ხარისხიანი სერვისით მიღებული წარმატება. გამომდინარე აქედან მთელი გუნდი ორიენტირებული ვართ, რომ პაციენტებმა ხარისხიანი მომსახურება, ადეკვატურ და მისაღებ ფასად მიიღონ“, - ამბობს პეკინის ფილიალის დირექტორი მაკო ბუიღლიშვილი.


კომპანიას სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს, დავით ტატიშვილი ამბობს, რომ  ამ ბრენდის ქვეშ უახლოეს მომავალში ახალი კლინიკა ფოთშიც გაიხსნება, რომელიც ტატიშვილის ქსელში პირველი სამედიცინო დაწესებულება იქნება რეგიონში.


სხვა სიახლეები