• Ƀ/$

MMT ჰოსპიტალში მიკრო-ულტრაბგერითი კვლევის ულტრათანამედროვე ტექნოლოგია ინერგება

14 იანვარი 17:42 | კომპანიები

MMT ჰოსპიტალში-გურამ  ქარაზანაშვილის  უროლოგიურ  ჰაბში გაიმართება ულტრათანამედროვე  ტექნოლოგიის,  უმაღლესი  რეზოლუციის   მიკრო-ექოსკოპიის   აპარატის - EV-SYS2HR-220 წარდგენისა  და  პირველად  საქართველოსა  და  მთელს  რეგიონში 

მიკრო-ულტრაბგერითი კვლევის დანერგვის ოფიციალური ღონისძიება გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიური ჰაში, ლუბლიანას ქ. 5, მე-9 სართულზე 16 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება. 


საყურადღებოა, რომ ეს ტექნოლოგია დღეისათვის არ არის ხელმისაწვდომი არც ამიერკავკასიაში, არც თურქეთსა და  რუსეთში!


საქართველო   არის   პიონერი   აღმოსავლეთ   ევროპასა   და   კავკასიაში მიკრო-ულტრაბგერითი   კვლევის   დანერგვისა   და   პროსტატის   კიბოს მსოფლიო   სტანდარტით   დიაგნოსტიკის    სფეროში!


მიკრო-ულტრაბგერითი კვლევა  ანუ  მიკრო-ექოსკოპია  არის ულტრათანამედროვე  ტექნოლოგია,  რომელიც რევოლუციურ ძვრებს იწვევს პროსტატის დაავადებათა, მათ შორის პროსტატის კიბოს  დიაგნოსტიკაში.


ტრადიციულ  ექოსკოპიასთან  შედარებით მიკრო-ექოსკოპია 300%-ით აუმჯობესებს  პროსტატის  ვიზუალიზაციას.


აპარატს აქვს  მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიაზე მაღალი მგრძნობელობა პროსტატის კიბოს გამოვლენის კუთხით. მისი შესაძლებლობები  გაფართოებულია  სპეციალიზირებული დანართებით, მაგალითად, Mikro Doppler-ი ფლობს განსაკუთრებულ ზემგრძნობელობას და პროსტატის უწვრილებს სისხლძარღვებში, უმცირესი კაპილარების დონეზე (70 ნმ-ი სიზუსტით) განსაზღვრავს ჯირკვლის სისხლის მიმოქცევის თავისებურებებს;  პროგრამული უზრუნველყოფის PRI-MUS პროტოკოლის დახმარებით აპარატი თავად ავლენს პროსტატაში არსებულ საეჭვო უბნებს, ნატიფი, ზემოგრძნობიარე საიდენტიფიკაციო  სისტემის წყალობით 100 %-თან მიახლოვებული სიზუსტით მიანიშნებს ექიმ-სპეციალისტს ბიოფსიისათვის სათანადო უბნებს და დამიზნებითი ბიოფსიის ჩატარების საშუალებას  აძლევს


ტრადიციული ექოსკოპიური კონტროლით დაუმიზნებელი ბიოფსიების ეპოქა დასრულდა უროლოგიაში! მიკრო-ულტრაბგერის სისტემა პაციენტებს  300 %-ით გაუმჯობესებული დიაგნოსტიკისა და 300 %-ით ეფექტური, დამიზნებითი ბიოფსიის საშუალებას აძლევს!


MMT-ჰოსპიტალის   ამ   უპრეცენდენტო   ინვესტიციით    საქართველოც  შევიდა მსოფლიოს იმ წამყვანი ქვეყნების ნუსხაში, რომლებიც პროსტატის დაავადებათა დიაგნოსტიკასა და მკურნალობას  მაღალი სიზუსტითა და ეფექტურობით ახორციელებენ.


2020 წლის 16იანვარს, მიკრო-ექოსკოპიის უცხოელი ექსპერტები, პროფესორები გურამ ქარაზანაშვილი, ანდრო  ძნელაძე და მალხაზ მიზანდარი, MMT-ჰოსპიტალში განახორციელებენ პროსტატის მიკრო-ულტრაბგერით კვლევებს და პროსტატის დამიზნებით ბიოფსიებს   მიკრო-ექოსკოპიის  გამოყენებით. ღონისძიებაზე  მოწვეულნი არიან უროლოგები, ონკოლოგები, რადიოლოგები და სხვა დაინტერესებული სპეციალისტები.



სხვა სიახლეები