• Ƀ/$

საჯარო სკოლებში სწავლა 15 იანვრიდან განახლდება

14 იანვარი 18:34 | მედია ბიზნესისთვის - M2B

მთელი საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სწვლა 15 იანვრიდან განახლდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, გრიპის ვირუსის მიზეზით  სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს. 

განათლების, სამინისტრომ სკოლებს რეკომენდაცია მისცა, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, არდადეგების პერიოდი სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად გამოეყენებინათ. სამინისტროსავე რეკომენდაციით საჭიროა სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ, სკოლაში სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი. პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მიზნით კი უნდა უზრუნველყონ პროცესში ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა.


მსგავს თემაზე:

2020 წელს 52 ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდება


განათლების სექტორის დაფინანსება 1.9 მლრდ-მდე იზრდება



სხვა სიახლეები