• Ƀ/$

ახლო მომავალში Iphone 5G მხარდაჭერით აღიჭურვება

15 იანვარი 12:57 | ტექნოლოგიები

Iphone 5G მხარდაჭერას უკვე მიმდინარე წელს მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ანალიტიკოსმა მინ-ჩი კუომ განაცხადა. ინფორმაციას ვებ-გვერდი www.macworld.co.uk ავრცელებს.

მანამდე არსებული ინფორმაციით, Apple სმარტფონებზე ამ ტიპის განახლებას მხოლოდ 2021 წელს გეგმავდა, მაგრამ სიახლე წლევანდელი წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი.


კუოს თქმით, Iphone-ებს მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერა მხოლოდ იმ ბაზრებზე ექნება, სადაც 5G ქსელი უკვე ჩაშვებულია მოხმარებაში, ესენია: აშშ, კანადა, იაპონია, სამხრეთ კორეა და დიდი ბრიტანეთი. სხვა დანარჩენ ქვეყნებში Apple გათიშავს აღნიშნულ ფუნქციას.


თუ ადრე საუბარი sub-6GHz დიაპაზონის სიხშირეზე მიმდინარეობდა, კუოს თქმით ახლა Iphone-სთვის mmWave დიაპაზონის სიხშირის მხარდაჭერაზეა საუბარი. ანალიტიკოსის ვარაუდით, ახალი სმარტფონები ბაზარზე სექტემბერში ან ოქტომბერში გამოჩნდება. ამ ეტაპზე Apple-ის არცერთ სმარტფონს 5G მხარდაჭერა არ აქვს.


 


მსგავს თემაზე:

5G ინტერნეტის მასობრივ გავრცელებას 10 წელი დასჭირდება


რას შეცვლის 5G ინტერნეტი? - გზა გამოქვაბულის ნახატებიდან ციფრულ მომავლამდე


5G ქსელი - გლობალური მოთამაშეები კონკურენციაში შედიან



სხვა სიახლეები