• Ƀ/$

ისრაელმა ეგვიპტის გაზით მომარაგება დაიწყო

15 იანვარი 13:53 | მედია ბიზნესისთვის - M2B

თელ-ავივმა ლევიათანის საბადოდან (ხმელთაშუა ზღვის ტერიტორია) ეგვიპტისთვის კომერციული ბუნებრივი აირის მიწოდება დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა იუვალ შტაინიცმა და მისმა ეგვიპტელმა კოლეგამ თარექ ალ-მულამ, ქაიროში მიმდინარე ენერგეტიკულ ფორუმზე განაცხადეს.


ისრაელის მიერ მიწოდებული ბუნებრივი აირი ეგვიპტის ქარხნებში თხევად გაზად გადამუშავდება და შემდგომ ევროპაში ტრანსპორტირდება.


„ისტორიის მანძილზე ისრაელის პირველად გახდა ენერგო-ექსპორტიორი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიღწევაა სახელმწიფოებს შორის, სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან“, - აღნიშნა ებრაელმა მინისტრმა.


ეგვიპტისთვის გაზის მიწოდების ხელშეკრულება 2019 წლის ოქტომბერში დამტკიცდა.


 


მსგავს თემაზე:

თურქეთის მასშტაბური წვრთნები ხმელთაშუა ზღვაში


თურქეთი უკან არ იხევს - მზარდი დაძაბულობა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში


ისრაელი ლიბანში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდება


ეგვიპტე ლიბიელ ამბოხებულებს მხარდაჭერას უცხადებს - არაბულ სამყაროში დაპირისპირებები გრძელდება


ხმელთაშუა ზღვის ენერგორესურსები - ისრაელი ევროპის ახალი მიმწოდებელი?!


ლიბიის საკითხზე თურქეთი და რუსეთი საუბრობენ, ისრაელი წინააღმდეგია



სხვა სიახლეები