• Ƀ/$

თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას ახალი ავტომობილები დაემატა

15 იანვარი 14:33 | მედია ბიზნესისთვის - M2B

თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს 80 ახალი ავტომობილი ჰყავს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ახალი ავტომობილები უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.


„სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 80 ახალი ავტომობილი შემოვიდა, რომელიც დღეიდან მოემსახურება თბილისის მოსახლეობას.


თბილისის სასწრაფო-სამედიცინო მომსახურების ცენტრი, რომელიც დედაქალაქის მერიას ექვემდებარებოდა, ჯანდაცვის სამინისტროში გადავიდა.


თბილისის მერის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება სამართლიანია.  


„მთლიანად ერთიან სისტემაში მოექცევა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეს მიმართულება, ერთი მენეჯმენტის ქვეშ იქნება, რაც ძალიან ეფექტური იქნება. მინდა ჩემს ყველა ყოფილ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო თავიანთი საქმიანობისთვის, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებდნენ - ეხმარეობდნენ დედაქალაქის მოსახლეობას, ჩვენს სტუმრებს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი უწყების ქვეშ ვიქნებით ჩვენ, ყველა ვესამხურებით ქვეყანას, ჩვენს ხალხს“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მსგავს თემაზე:

2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები სოციალური ხარჯები, ინფრასტრუქტურა და განათლება იქნება



სხვა სიახლეები