• Ƀ/$

რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 28.9%-დან 24.7%-მდე შემცირდა

15 იანვარი 15:11 | ეკონომიკა

საზღვარგარეთიდან შემოსულმა ფულადი გზავნილების მოცუოლობამ 2019 წელს $1.733 მლრდ-ს მიაღწია, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 10%-ით, $153 მლნ-ით აღემატება.

ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი - $429 მლნ საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა, თუმცა 6%-ით, $29 მლნ-ით ნაკლებია 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ამავე დროს თუ რუსეთის წილი 2018 წელს 28.94%-ს შეადგენდა, 2019 წელს ის 24.74%-მდე შემცირდა.


რუსეთის გარდა თითქმის ყველა ქვეყნიდან ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა. სულ 2019 წელს $100 მლნ-ზე მეტი თანხა 5 ქვეყნიდან, $10 მლნ-ზე მეტი კი 18 ქვეყნიდან განხორციელდა.



2019 წელს საქართველოდან საზღვარგარეთის ქვეყნებში სულ $237 მლნ გადაირიცხა, რაც 2018 წლის მაჩვენბელს 3%-ით, $8 მლნ-ით აღემატება. სულ საქართველოში გადმორიცხულმა თანხების მოცულობამ საქართველოდან გადარიცხულს $1.5 მლრდ-ით გადააჭარბა.


მსგავს თემაზე:

შემოსავალმა ტურიზმიდან $3 მლრდ-ს გადააჭარბა


საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ $12.8 მლრდ-ს გადააჭარბა



სხვა სიახლეები