• Ƀ/$

ახლო აღმოსავლეთი 2020: პოლიტიკური და ეკონომიკური პროგნოზი

15 იანვარი 14:58 | ანალიტიკა

ახლო აღმოსავლური მთავრობები და სახელმწიფო ინსტიტუტები მომდევნო წლებში, განსაკუთრებით 2020-2021-ში, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგებიან, რადგან გლობალური ტენდენციები მნიშვნელოვან რესტრუქტურიზაციას განიცდიან.

მოსალოდნელია, რომ ახლო აღმოსავლეთის ყველა რეჟიმი ტერორიზმისა და სხვადასხვა ტიპის არა-სახელმწიფო, ასიმეტრიული აქტორების/ორგანიზაციების პირისპირ აღმოჩნდება, რომლებიც უარყოფით ზეგავლენას ახდენენ მსოფლიო წესრიგსა და გლობალურ ბალანსზე.


უფრო მეტიც, ამ რეგიონის ქვეყნების მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოებებს შორის სოციალური კონტაქტი კიდევ უფრო ჩამოიშლება, რადგან მოსახლეობა მეტ ზეწოლას მოახდენს პოლიტიკურ ფიგურებზე მათი ეკონომიკური და სოციალური საჭიროებების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მოთხოვნით. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ მმართველ ელიტასა და მოქალაქეებს შორის დაძაბულობა რეგიონის პოლიტიკურ გეოგრაფიას შეცვლის.


მსოფლიო ძალებს შორის პრინციპული დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთზე გაივლის და კონფლიქტების მაღალი რისკი შეეხება ირანს, საუდის არაბეთს, ისრაელს, თურქეთს და სხვა რეგიონულ ძალებს, რომლებიც გავლენის მოსაპოვებლად აქტიურად იქნებიან ჩართულნი სხვადასხვა პროცესებში.


მუდმივი კონფლიქტები, პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების არარსებობა სიღარიბეს ვერ შეამცირებს, რადგან ნავთობის ფასები სავარაუდოდ მის მაქსიმუმზე ვეღარ აიწევს, რაც მთავრობებს აძულებს შეზღუდონ ფულადი სახსრებისა და სუბსიდიების გაცემა.


სოციალური მედია სავარაუდოდ კვლავ გახდება „რევოლუციური საქმიანობის და კოორდინაციის“ მთავარი წყარო, რის გამოც ხელისუფლებები იძულებულნი გახდებიან შეზღუდონ ინტერნეტის გავრცელება, საპროტესტო მოძრაობების ჩასახშობად. იქიდან გამომდინარე, რომ ახლო აღმოსავლეთში საზოგადოების წინააღმდეგობა მზარდია, ადგილობრივი მთავრობების მსგავსი ქმედებები კონტრ-პროდუქტიულად იმოქმედებს მათზე და საპასუხო ნეგატიურ შედეგებს მოუტანს.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


 


მსგავს თემაზე:

თურქეთის ახლო აღმოსავლური ინტერესები - რამდენიმე სახელმწიფოსთან გამწვავებული ურთიერთობა


ხმელთაშუა ზღვის ენერგორესურსები - ისრაელი ევროპის ახალი მიმწოდებელი?!


ახლო აღმოსავლეთის კრიზისი და მისი შესაძლო გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე


ახლო აღმოსავლური დაძაბულობა: უკანასკნელი სიახლეები


ჰორმუზის სრუტე - რა მოელის მსოფლიო ნავთობს თუ ირანი მის ბლოკირებას მოახდენს?



სხვა სიახლეები