• Ƀ/$

პოლარიზაცია და პლურალიზაცია ახლო აღმოსავლეთში

15 იანვარი 16:36 | ანალიტიკა

ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში მომდევნო წლების მანძილზე, სოციალური და ეკონომიკური უთანხმოებების საფუძველზე არსებული დაძაბულობა სექტარიანული, ეთნიკური, იდეოლოგიური და ტომობრივი საფუძვლებით იქნება გამყარებული.

აღნიშნულმა შესაძლოა ე.წ. არაბული გაზაფხულის ახალ იტალღა გამოიწვიოს, როგორც ეს მოხდა სირიის, ლიბიის და იემენის შემთხვევებში.

პრო-ირანულ და პრო-საუდი ძალებს შორის, ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე სახელმწიფოში დაპირისპირება კვლავ გაგრძელდება. იმის მიუხედავად, რომ ამ საკითხში თეირანი ბევრად გამოცდილია, რიადი ამერიკელების მხარდაჭერით გაუწევს კონკურენციას მათ.

ვაშინგტონი ირანზე ზეწოლას კვლავ გააგრძელებს და გამოიყენებს ევროპას, როგორც პლაცდარმს, თეირანისთვის შემდგომი სანქციების დასაწესებლად. საპასუხოდ თეირანი კვლავ Proxy-ძალების გამოყენებას და ამ გზით პასუხის გაცემას შეეცდება, როგორც მაგალითად ეს საუდის არაბეთში, აბქაიქის (Saudi-Aramco) ნავთობპროდუქტების ქარხანაზე სარაკეტო შეტევისას განახორციელა, იემენელი ჰუთიების საშუალებით.

პოლიტიკური არასტაბილურობა სერიოზულ ზიანს მიაყენებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონს. სამომავლოდ კვლავ გაგრძელდება სამოქალაქო პროტესტი ერაყსა და ლიბანში, სადაც საზოგადოება საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიქცევას და მხარდაჭერის მოპოვებას ეცდება. საპროტესტო აქციები სავარაუდოდ სხვა მრავალ ქვეყანას მოიცავს, მათ შორის ირანს, ეგვიპტეს, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს და ა.შ.

იმ პრო-ირანული ძალებს, რომლებსაც ერაყსა და ლიბანში ძლიერი გავლენები აქვთ, თეირანი სავარაუდოდ მოუწოდებს მნიშვნელოვან დათმობებზე/კომპრომისებზე წავიდნენ, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებების სასარგებლოდ. ამავდროულად ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მზად იქნება ნებისმიერ დროს აქტიურად ჩაერთოს პროცესებში.

 

ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი

 

 


მსგავს თემაზე:

იემენელი ჰუთიები საუდის არაბეთს კვლავ ემუქრებიან


საუდის არაბეთში მომხდარი თავდასხმის შემდეგ ნავთობი 20%–ით გაძვირდა


ტრამპის მონანიება - ამერიკა ახლო აღმოსავლეთიდან გადის?


ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - ისტორია და სტრუქტურა


რა შესაძლებლობებისა და მასშტაბების სამხედრო რესურსი გააჩნია ირანს?


ახლო აღმოსავლეთი 2020: პოლიტიკური და ეკონომიკური პროგნოზი



სხვა სიახლეები