• Ƀ/$

რუსეთის მთავრობა გადადგა

15 იანვარი 17:50 | მედია ბიზნესისთვის - M2B

რუსეთის აღმასრულებელი ხელისუფლება გადადგა. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, ქვეყნის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესაბამისად.

მედვედევის თქმით, შეთავაზებული ცვლილებები, ქვეყნის აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებების უფლებემოსილებათა ბალანსს უზრუნველყოფს.


„აღნიშნულ კონტექსტში აშკარაა, რომ ჩვენ, როგორც რუსეთის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ქვეყნის პრეზიდენტს უნდა მივცეთ შესაძლებლობა მიიღოს ყველა საჭირო გადაწყვეტილება და ხსენებულის საპასუხოდ ამჟამინდელმა მთავრობამ გადადგომის შესახებ განაცხადა“, - დაამატა მედვედევმა.


სხვა სიახლეები