• Ƀ/$

Google ტრილიონერი გახდა

17 იანვარი 16:16 | კომპანიები

Google ტრილიონერი გახდა. 16 იანვრის ვაჭრობის შედეგად Google-ის $1445-დან $1450-მდე გაიზარდა, რის შედეგადაც კომპანიით კაპიტალიზაცია $992 მლრდ-დან $1 ტრლნ-მდე გაიზარდა. 

Google Apple-ისა და Microsoft-ის შემდეგ გახდა მესამე ტექნოლოგიური კომპანია, რომლის ღირებულებამაც 13 ნიშნა რიცხვს მიაღწია. 2018 წელს ტრილიონერი 1 დღით Amazon-იც იყო, რომელიც ამჟამად $931 მლრდ ღირს.


Google-ის გატრილიონერება დროში ამაერიკული ბირჟების ინდექსების მორიგ რეკორდულ ზრდას დაემთხვა, რაც თავის მხრივ ჩინეთთან მიღწეულმა შეთანხმებამ გამოიწვია.


საძიებო სისტემა Google 1998 წელს, ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა დააფუძნეს. დღეს Google სხვა კომპანიებთან ერთად Alphabet-ის კორპორაციაშია გაწევრიანებული, თუმცა მასში გუგლს ყველაზე დიდი წილი უკავია. კომპანია საძიებო სისტემაში უპირობო ლიდერია და ბაზრის წილის 80%-ზე მეტი უკავია. ვებ ბრაუზერი google chrome-ც ყველაზე პოპულარულია, მასვე ეკუთვნის ელ.ფოსტა Gmail, ასევე Google map და Google Earth. 2018 წელს Google-ის შემოსავალმა $136 მლრდ-ს, ხოლო წმინდა მოგებამ $31 მლრდ-ს მიაღწია.


თუ არ ჩავთვლით Sudi Aramco-ს, ყველაზე ძვირი კომპანიის სტატუს Apple არავის უთმობს, ის ამჟამად $1.38 ტრლნ ღირს, მეორე ადგილს $1.27 ტრლნ-ით Microsoft იკავებს, Google $1 ტრლნ ღირს, Amazon - $931 მლრდ. რაც შეეხება სოციალური ქსელის გიგანტს Facebook-ს მისი ფასი $632 მლრდ-ს შეადგენს.


თუ 2019 წლის დეკემბრის ბოლოს 5 უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიის ჯამური ღირებულება $4.95 ტრლნ იყო, დღეს მატი ფასი $5.21 ტრლნ-მდეა გაზრდილი.


მსგავს თემაზე:

GOOGLE-ს ბრიტანეთში ახალი $1.4 მლრდ-იანი ოფისი ექნება


GOOGLE ერთ ადამიანზე 1 წელში 2000 წიგნის ზომის ინფორმაციას აგროვებს


GOOGLE-ის ხელოვნურ ინტელექტს ადამიანის გარდაცვალების სავარაუდო თარიღის დადგენა შეუძლია


$7-იანი 4G სმარტფონი GOOGLE-სგან


Google საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში $1მლრდ-ის ინვესტიციას ჩადებს



სხვა სიახლეები