• Ƀ/$

Wizz Air 2019 წელს 825 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა

17 იანვარი 20:34 | ეკონომიკა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ “Wizz Air” ლიდერობს. 

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის წილმა შარშან 16%-ს მიაღწია, მაშინ როდესაც 2018 წელს მისი წილი ბაზარზე 12%-ს შეადგენდა. 11%-იანი წილობრივი მაჩვენებლით მეორე ადგილზე “Turkish Airlines”-ია, ხოლო მესამე ადგილს, 10%-ით ქართული ავიაკომპანია “Georgian Airways”- იკავებს.


რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:


1. Wizz Air – 825 290 მგზავრი 16%;


2. Turkish Airlines – 572 181 მგზავრი 11%;


3. Georgian Airways – 500 482 მგზავრი 10%;


4. Ukraine International Airlines (UIA) – 207 588 მგზავრი 4%;


5. Fly Dubai – 204 364 მგზავრი 4%;


6. Ural Airlines – 190 341 მგზავრი 4%


7. Pegasus – 180 761 მგზავრი 4%;


8. Pobeda Airlines – 180 684 მგზავრი 4%;


9. SkyUp Airlines – 156 186 მგზავრი 3%


10. Air Arabia – 144 216 მგზავრი 3%;



პროცენტული თანაფარდობა ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს შორის შემდეგია: 11% ქართული ავიაკომპანიები (565 779 მგზავრი) და 89% უცხოური ავიაკომპანიები (4 546 253 მგზავრი).


რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შედეგად 2019 წელს გადაყვანილ იქნა 5 112 032 მგზავრი. ერთჯერადი ჩარტერების ჩათვლით, საქართველოს აეროპორტები შარშან სულ 5 209 505 მგზავრს მოემსახურა.


მსგავს თემაზე:

2019 წლის 4 შემზარავი ხანძარი, რომლებმაც დედამიწა შეცვალეს


საქართველოს აეროპორტები 2019 წელს 5.2 მლნ მგზავრს მოემსახურა


ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 2019 წელს 169 სტარტაპი 9.17 მლნ ლარით დააფინანსა


ჰესების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება 2019 წელს 1 მლრდ კვტ/სთ-ით შემცირდა



სხვა სიახლეები