• Ƀ/$

ბათუმში ახალი ბიზნესცენტრი გაიხსნა

17 იანვარი 21:02 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ბათუმში თანამედროვე სტანდარტების ბიზნეს ცენტრი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის დანარჩეი წევრები ესწრებოდნენ.

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ბიზნეს ცენტრები რეგიონში ხელს შეუწყობს საინვესტიციო პროცესის ეფექტურად განხორციელებას.


„აჭარაში მოქმედი განკარგულების ფარგლებში განახლდა მნიშვნელოვანი პროექტი -  სასტუმრო კემპინსკი და მოეწყო ბიზნეს ცენტრი. ეს არის დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ბიზნეს ცენტრი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანაქალაქელები, სტუდენტები, საქმიანი ადამიანები, კორპორატიული სტუმრები შეძლებენ ბიზნეს ცენტრში მიიღონ საჭირო სერვისი“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.


ბიზნეს ცენტრი ლოფტის სტილის მიხედვით არის შესრულებული, განთავსებულია საერთო და ინდივიდუალური სამუშაო ადგილები, სათათბირო და საკონფერენციო ოთახები სივრცეები. ბიზნეს ლოფტში სამუშაო სივრცით და საკონფერენციო ინფრასტრუქტურით სარგებლობა ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია.


ბოლო 1 წელიწადში, აჭარაში, 1 მლრდ ლარის საინვესტიციო პროექტები განახლდა (მათ შორის ე.წ კემპინსკი, ბაბილონი, რუმსი). რეგიონის მიმდინარე საინვესტიციო პორტფელი 4 მლრდ ლარზე მეტს შეადგენს.


მსგავს თემაზე:

ბიზნეს სექტორში საშუალო ხელფასმა 1316 ლარი შეადგინა


ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა დაიწყო



სხვა სიახლეები