• Ƀ/$

Walmart-ის გაყიდვები უკიდურესად გაჭირვებაში მყოფ 700 მლნ ადამიანის წლიურ შემოსავალს აღემატება

18 იანვარი 12:36 | ანალიტიკა

მსოფლიოში სულ რამდენიმე ტრანსნაციონალური კომპანიაა რომლის წლიური შემოსავალიც $100 მლრდ-ს აღემატება მათგან ყველაზე დიდი ამერიკული ჰიპერმარკეტები გიგანტი Walmart-ა რომელმაც 2019 წელს $514 მლრდ-ის პროდუქციის რეალიზება მოახერხა. 

Walmart 1962 წლის ივლისში სემ უოლტონმა დააფუძნა. 1969 წელს ღია სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა. დღეისთვის ვოლმარტი 27 ქვეყანაში 11 400 მაღაზიითაა წარმოდგენილი. ვოლმარტის ფილიალები აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში, იაპონიაში, ბრიტანეთში და კიდევ სხვა 23 ქვეყანაში გვხდება, თუმცა უმთავრესი მაინც შეერთებული შტატებია.


Walmart-ში 2.2 მლნ ადამიანია დასაქმებული, რაც ჩრდილო მაკედონიის, ლატვიის, ესტონეთისა და სლოვენიის მოსხლეობას აღამატება. კვიპროსსა და ფიჯიზე ჯამში 2.1 მლნ ადამიანი ცხოვრობს, იმდენივე რაც მალტის, მალდივების, ბრუნეისა და ლუქსემბურგის ერთად აღებული მოსახლეობა.


Walmart რომ ქვეყანა იყოს, მისი ბიუჯეტი ესპანეთის, ავსტრალიის, სამხრეთ კორეის, 145 მლნ-იანი რუსეთის, 128 მლნ-იანი მექსიკის ბიუჯეტზე მეტი იქნებოდა. ინდონეზიაში, ბანგლადეშში, პაკისტანში, ფილიპინებზე, ეთიოპიაში, ნიგერიასა და ეგვიპტეში ჯამში 1.2 მლრდ ადამიანი ცხოვრობს, ამ ქვეყნების სახელმწიფო ბიუჯეტების ჯამი კი $313 მლრდ-ს უდრის, ანუ Walmart-ზე $200 მლრდ-ით ნაკლებს.



Walmart მშპ-ის მიხედვითაც უგებს ცალკე აღებულ პაკისტანს, ბანგლადეშსა და ეგვიპტეს. თითოეულ მათგანში მოსახლეობა 100 მლნ-ს აღემატება. პაკისტანში, ეთიოპიასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჯამში 420 მლნ ადამიანი ცხოვრობს და ამ 3 სახელმწიფოს ჯამური ეკონომიკა წელიწადში $450 მლრდ-ს პროდუქციასა და მომსახურებას აწარმოებს, რაც Walmart-ის შემოსავალზე $64 მლრდ-ით ნაკლებია. ზედმეტი დრამატიზების გარეშე, უფრო მეტი სიცხადისა და ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ რადგან ღარიბ ქვეყნებში პროდუქციის ღირებულება მდიდარ ქვეყნებთან შედარებით რამდენჯერმე ნაკლებია, მსყიდველობითიუნარიანობის პარიტეტის PPP მეთოდით დათვლის შემთხვევაში პაკისტანის მშპ $1.17 ტრლნ-მდე, ბანგლადეში კი $705 მლრდ-მდე იზრდება, თუმცა იმავე 113 მლნ-იანი ეთიოპიის მშპ $220 მლრდ, 88 მლნ-იანი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მშპ კი $80 მლრდ რჩება, რაც 4.9 მლნ-იან ირლანდიაზე 5-ჯერ ნაკლებია.


კაცობრიობის ისტორიაში დღეს უკიდურესი სიღარიბე მსოფლიოში ყველაზე დაბალ ნიშნულს აღწევს, 2015 წლიდან ის უკვე ერთნიშნა პროცენტული მაჩვენებლით გამოისახება, მიუხედავად ამისა, პლანეტის მოსახლეობის 9% დღიურად ისევ $1.9-ზე ნაკლებს ხარჯავს, ანუ მათი წლიური დანახარჯი $485 მლრდ-ზე ნაკლებს შეადგენს. 


Walmart-ის აქტივები $204 მლრდ-დ არის შეფასებული, მისი მხოლოდ ბრენდის ღირებულება $68 მლრდ-დ, საბაზრო კაპიტალიზაცია კი $326 მლრდ-დ.


მსგავს თემაზე:

უკიდურეს სიღარიბეს დღე-ღამეში თავს 130 000 ადამიანი აღწევს


Ford-ი Walmart-სა და Postmates-თან ერთად უპილოტო მანქანებით პროდუქტის ადგილზე მიტანის სერვისს შექმნის


უკიდურეს სიღარიბეში მცოვრებთა რიცხვი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა


ალექსეი კუდრინი : რუსეთში სიღარიბის გამო „სოციალური აფეთქებაა“ მოსალოდნელი



სხვა სიახლეები