• Ƀ/$

2020 წელს თბილისში 179 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსი გამოჩნდება

18 იანვარი 14:56 | ეკონომიკა

თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის ვიქტორ წილოსანის ინფორმაციით მიმდინარე წელს დედაქალაქში 179 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსი გამოჩნდება. ავტობუსი 170 მგზავრზე იქნება გათვლილი. 

ვიქტორ წილოსანი განცხადებასა და ფოტომასალას სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.


"ეკონომიკის და ინკლუზიურობის ზრდასთან ერთად გაიზარდა მოქალაქეების გადაადგილების რაოდენობა, 29 ნოემბერს მეტრომ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ერთ დღეში მგზავრობების რაოდენობამ 512 301 მიაღწია.


რეფორმის ფარგლებში, თბილისის 10 ძირითადი დერეფნისთვის, დაგეგმილია 179 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსის შეძენა, რათა შევძლოთ ერთდროულად დიდი რაოდენობის მგზავრთ ნაკადის მომსახურება.


თუმცა ურბანულ განაშენიანებასთან ერთად შეიცვალა საგზაო ინფრასტრუქტურაც, ამიტომ სრულიად უფასოდ შემოვიყვანეთ 18 მეტრიანი ავტობუსი რომელიც მომდევნო კვირიდან დაიწყებს სატესტო რეჟიმში მოძრაობას, რათა შევძლოთ ინფრასტრუქტურული ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა."


მსგავს თემაზე:

ელექტროავტობუსების რაოდენობით ჩინეთი აშშ-ს 1400-ჯერ ჯობნის


200 ახალი ავტობუსის შესაძენად თბილისის მერია €65 მლნ-ს დახარჯავს


თბილისის მერია მეტროს 40 ახალ ვაგონს შეიძენს


მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი 2020 წლიდან დაიწყება



სხვა სიახლეები