• Ƀ/$

ვაკესა და საბორთალოში წყალმომარაგება შეიზღუდება

18 იანვარი 15:35 | მედია ბიზნესისთვის - M2B

მაგისტრალური ქსელის დაზიანების გამო ვაკესა და საბურთალოში წყალმომარაგება 17 საათით შეიზღუდება. აღნიშნულთან დაკავშირებით GWP განცხადებას ავრცელებს.

"საბურთალოს რაიონში,  დიდ დიღომში, მირიან მეფისა და ფარნავაზის ქუჩების კვეთაზე, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის  წყალსადენის  მაგისტრალური ქსელი  ავარიულად დაზიანდა.


ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფები და დაზიანების  აღსადგენად მოსამზადებლი  სამუშაოები მიმდინარეობს.


აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის განმავლობაში,  მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც  დღეს, 18 იანვარს 16:00-დან, 19 იანვრის, დილის 09:00 საათამდე,  წყალმომარაგება შეეზღუდება:


საბურთალოს  რაიონში:


ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, გამრეკელის, ქავათარაძის და მიმდებარე ქუჩებს;


ვაკის რაიონში:


ნუცუბიძის ქუჩას და მიკრორაიონებს,  თამარაშვილის, სანდრო ეულის, ჯიქიას და მიმდებარე ქუჩებს;

თხინვალას აგარაკებს.


წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  http://www.gwp.ge


„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს."


სხვა სიახლეები