• Ƀ/$

თბილისის უბნების ნაწილს 20 იანვარს ელექტრომამარაგება შეეზღუდება

19 იანვარი 18:38 | მედია ბიზნესისთვის - M2B

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 იანვარს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კონკრეტული უბნების ჩამონათვალს და დეტალურ ინფორმაციას თელასი ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი


გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.


ნაძალადევის რაიონი


გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გვაზაურის, ქსოვრელის, დაისის, ქართლის, კნოლევის, ღრმაღელეს და ღლონტის ქუჩების მაცხოვრებლებს.


ისნის რაიონი


ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), შირაქის, შორაპნის, ცუცხვათის, იორის, ლასხიშვილის, აწყურის, კახეთის, კასპის, წინანდლის, ლეხ კაჩინსკის, ვაჟა ივერიელის, ბუკისციხის, გარეკახეთის, დოესის, ზურაბიშვილის და ზინდისის ქუჩების მაცხოვრებლებს.


გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, იოსეფ პილსუდსკის გამზირის (ნაწილობრივ), ბეღლეთის, ჟონეთის, კიკეთის, სათემოს, სომხეთის, კაიშაურის, ნიაბის, საინგილოს, გოლოვნის, ბეთანიის, განთიადის, ერისთავის, კვესეთის, მარტყოფის, ბზიფის და თეძამის ქუჩების მაცხოვრებლებს.


სამგორის რაიონი


გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, იუმაშევის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.


გლდანის რაიონი


ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილორის, სარაჯიშვილის, ზარზმის, იპოლიტოვ-ივანოვის და ჭელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.


დიდუბის რაიონი


გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.


სხვა სიახლეები