• Ƀ/$

ევროკავშირში ექსპორტი 13%-ით გაიზარდა

20 იანვარი 12:32 | ეკონომიკა

საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 2019 წელს 2018 წელთან შედარებით 2.7%-ით გაიზარდა და $12.835 მლრდ-ს მიაღწია, საიდანაც ექსპორტი 12.4%-ით $3.772 მლრდ-მდე გაიზარდა, იმპორტი კი 0.8%-ით $9.063-მდე შემცირდა.

იმავე პერიოდში წმინდა ექსპორტი რეექსპორტის გარეშე 5.7%-ით $2.352 მლრდ-მდე გაიზარდა, რაც შეეხება უარყოფით სავაჭრო ბალანსს, მან მთლიანი ბრინვის 41.2% - $5.292 მლრდ შეადგინა.


2019 წელს საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 825.7 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 13.0 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.9 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 2 321.5 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (7.4 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.6 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3 147.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2.8 პროცენტით ჩამორჩება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს 2019 წელს მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 28.3 პროცენტით განისაზღვრა.


2019 წელს საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 2 003.1 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 20.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 53.1 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 2 438.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (9.5 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.9 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 4 441.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.8 პროცენტით მეტია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს 2019 წელს მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 8.2 პროცენტი იყო.


მსგავს თემაზე:

გამოკითხულ მოქალაქეთა 82%-ს ევროკავშირში, ხოლო 74%-ს ნატოში ინტეგრაცია სურს



სხვა სიახლეები