• Ƀ/$

აზერბაიჯანმა #1 საექსპორტო პარტნიორის სტატუსი დაიბრუნა

20 იანვარი 13:27 | ეკონომიკა

საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 2019 წელს 2018 წელთან შედარებით 2.7%-ით გაიზარდა და $12.835 მლრდ-ს მიაღწია, საიდანაც ექსპორტი 12.4%-ით $3.772 მლრდ-მდე გაიზარდა, იმპორტი კი 0.8%-ით $9.063-მდე შემცირდა. 

2019 წელს ყველაზე დიდი მოცულობის ექსპორტი $499 მლნ აზრბაიჯანში განხორციელდა. მისმა წილმა მთელ ექსპორტში 13.2% შეადგინა. თითქმის იმდენივე $497 მლნ იყო ექსპორტი გავიდა რუსეთშიც. სამეულს $412 მლნ-ით და 10.9%-იანი წილით სომხეთი ასრულებს. ათეულში ასევე მოხვდნენ: ბულგარეთი, უკრაინა, ჩინეთი, თურქეთი, რუმინეთი, აშშ და უზბეკეთი.


2018 წელს #1 საექსპორტო პარტნიორი აზერბაიჯანი იყო, რომელიც 2019 წელს რუსეთმა ჩაანაცვლა. აზერბაოჯანმა პოზიციის დაბრუნება მხოლოდ დეკემბერში მოახერხა.


პროცენტულად ყველაზე დიდი 207%-იანი ზრდა რუმინეთში დაფიქსირდა, თანხობრივად - $134 მლნ სომხეთში. აზერბაიჯანის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და აშშ-ის გარდა ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა სხვა ქვეყნებშიც.



მსგავს თემაზე:

ევროკავშირში ექსპორტი 13%-ით გაიზარდა



სხვა სიახლეები