• Ƀ/$

TOP 10 სავაჭრო პარტნიორიდან საქართველოს დადებითი ბალანსი ორ ქვეყანასთან გააჩნია

20 იანვარი 14:15 | ეკონომიკა

საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 2019 წელს 2018 წელთან შედარებით 2.7%-ით გაიზარდა და $12.835 მლრდ-ს მიაღწია, საიდანაც ექსპორტი 12.4%-ით $3.772 მლრდ-მდე გაიზარდა, იმპორტი კი 0.8%-ით $9.063-მდე შემცირდა. 

საიმპორტო პარტნიორებში თურქეთი შეუცვლელ პირველ ადგილს იკავებს. 2019 წელს თუქქეთიდან საქართველოში $1.614 მლრდ-ს იმპორტი განხორციელდა, რაც ჯამური იმპორტის 17.8%-ს შეადგენს. $976 მლრდ-ითა და 10.8%-იანი წილით რუსეთი მეორე ადგილს იკავებს, სამეულს ჩინეთი $859 მლნ-ით ასრულებს.


ათეულში ასევე შედის: აზერბაიჯანი, გერმანია, უკრაინა, აშშ, სომხეთი, იტალია და რუმინეთი. პირველი 10 სახელმწიფოდან იმპორტის კლება სამი ქვეყნიდან უკრაინიდან, სომხეთიდან და იტალიიდან დაფიქსირდა.


გასულ წელს TOP 10 სავაჭრო პარტნიორი ქვეყნიდან დადებითი სავაჭრო ბალანსი საქართველოს მხოლოდ ორთან: სომხეთთან და ბულგარეთთან აღმოაჩნდა. თურქეთთან, რუსეთთან, ჩინეთთა, აზერბაიჯანთა, უკრაინასთან, აშშ-სთან და რუმნეთთან სალდო უარყოფითია.



მსგავს თემაზე:

ევროკავშირში ექსპორტი 13%-ით გაიზარდა


აზერბაიჯანმა #1 საექსპორტო პარტნიორის სტატუსი დაიბრუნა



სხვა სიახლეები