• Ƀ/$

ბელარუსი საფრთხეს დასავლეთიდან მოელის - ცვლილებები სამხედრო ხელმძღვანელობაში

20 იანვარი 15:51 | ანალიტიკა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობაში ცვლილებები განახორციელა.

დასავლეთ ოპერატიული სარდლობის მეთაური, გენერალ-მაიორი ვიქტორ ხრენინი თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაინიშნა, ხოლო გაერთიანებული შტაბის უფროსად, ამავე სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალ-მაიორი ალექსანდრე ვოლფოვიჩი.


ლუკაშენკოს განმარტებით, აწ უკვე ყოფილი თავდაცვის მინისტრის ანდრეი რავკოვის უშიშროების საბჭოს მდივნად გადაყვანის საპასუხოდ, მან უმალვე გადაწყვიტა თავდაცვის უწყების ხელძღვანელის დანიშვნა.


2019 წლის დეკემბერში, ბელარუსის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ქვეყნის თავდაცვის ახალ გეგმას და შეიარაღებული ძალების განვითარების კონცეფციას მომდევნო ათი წლის მანძილზე. დოკუმენტის მიხედვით, რესპუბლიკა ერთის მხრივ ე.წ. უსაფრთხოების დონორის სტატუსს ინარჩუნებს, ხოლო მეორეს მხრივ საგარეო აგრესიის მიღების შემთხვევაში, არმიამ არამხოლოდ უნდა მოიგერიოს შეტევა, არამედ მოწინააღმდეგეს „აუნაზღაურებელი ზიანი“ მიაყენოს. გარდა ამისა, თავდაცვის ახალი გეგმა მეტ ყურადღებას უთმობს ბელარუსის შიგნით ვითარების შესაძლო დესტაბილიზაციის საკითხებს.


შოიგუს „კუხოს“ ძალის პოტენციალის ზრდა სურს


მსოფლიოში არსებული რთული სამხედრო-პოლიტიკური ვითარების საპასუხოდ, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ ძალის პოტენციალი უნდა გაუმჯობესდეს. აღნიშნულის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ „კუხოს“ ახალ გენერალურ მდივანთან სტანისლავ ზასსთან შეხვედრის დროს განაცხადა.


„ორგანიზაციის შექმნის დღიდან, ბევრი რამ გაკეთდა მისი სამხედრო კომპონენტის გასაუმჯობესებლად. შეიქმნა კრიზისული რეაგირების სისტემა, ჩამოყალიბდა კოლექტიური ძალების კომპონენტები და რეგულარულად ტარდება ერთობლივი საოპერაციო, საწვრთნელი ღონისძიებები“, - აღნიშნა შოიგუმ.


მინისტრის თქმით „კუხოს“ განვითარება რუსული პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრესს პრიორიტეტად რჩება.


მ.წ 1 იანვრიდან, "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" გენერალური მდივნის პოსტს ბელარუსის წარმომადგენელი სტანისლავ ზასი იკავებს. 


 


მსგავს თემაზე:

ალიევის ადმინისტრაცია: აზერბაიჯანი „კუხოში“ შესვლას არ გეგმავს


გაცვლის თუ არა ბელარუსი "უწმინდეს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს" რუსეთთან ინტეგრაციაში?


„კუხოში“ რეგიონის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ საქართველოს ასახელებენ


ბელარუსის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადება რუსულ სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით


რუსული „კუხოს“ სამიტი ბიშკეკში - ორგანიზაციის გაფართოების მცდელობა?



სხვა სიახლეები