• Ƀ/$

Apple iPhone 9-ის გამოსაშვებად ემზადება?

21 იანვარი 11:30 | ტექნოლოგიები

Apple ახალი iPhone 9-ის გამოშვებას აჩქარებს, რადგან კომპანია ჩინეთში პოზიციებს კვლავ კარგავს.

უკვე ცნობილია, რომ ამ წლის პირველ ნახევარში Apple-მა ახალი ხელმისაწვდომი სმარტფონი უნდა წარადგინოს, რომელიც iPhone SE 2-ის ან iPhone 9-ს სახელით გამოვა.


ახალი სმარტფონის გამოსვლის შესახებ საუბრები 2019 წლის დეკემბერში დაიწყო, ახლა კი ჩინური წყაროები ირწმუნებიან, რომ Apple iPhone 9-ის გამოშვებას უახლოეს მომავალში აპირებს და კომპანია მეტ ყურადღებას გაამახვილებს ინდოეთზე და სხვა განვითარებად ბაზრებზე.


ამ დროისთვის პროდუქტის ტესტირების ეტაპი დასრულებულია და კომპანიაში სწორ დროს არჩევენ ახალი სმარტფონის გამოსაშვებად. წყაროთა განმარტებით, Apple-მა უნდა იჩქაროს ზემოხსენებული მოდელის გამოშვება, რადგან დიდ ჩინურ ბაზარზე მნიშვნელოვან პოზიციებს კარგავს. ინდოეთსა და სხვა განვითარებად სახელმწიფოებში ამ პროდუქტის გამოჩენამ უნდა დააბალანსოს არსებული ზარალი.


iPhone 9 iPhone 8-ის კორპუსით, 4,7 დიუმიანი ეკრანის დიაგონალით, Touch ID-ის თითის სკანერით და უკანა, არაპრიალა პანელით აღიჭურვება.


მსგავს თემაზე:

Business Insider-მა მსოფლიოს 20 საუკეთესო სმარტფონი დაასახელა


Apple-ის ღირებულებამ $1.16 ტრლნ-ს მიაღწია


Apple მომავალ წელს Iphone-ის ოთხ მოდელს გამოუშვებს


ექსპერტებმა მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სმარტფონები დაასახელეს



სხვა სიახლეები